სპეციალისტების აზრით, თანამედროვე ყოველდღიურობაში სელფი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ძალიან ბევრი ადამიანის ჩვეული დღე საწოლში გაღვიძებისას ან საუზმობისას გადაღებული ავტოპორტრეტით იწყება.
როგორც გაირკვა, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ნაკლებად არიან გატაცებულნი საჭესთან გადაღებული სელფებით, ვიდრე მამაკაცები. მძღოლების გამოკითხვა ტრანსპორტის მართვის ბრიტანული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.
გასაკვირია, მაგრამ ქალები უფრო გულგრილები აღმოჩნდნენ წინა კამერით საჭესთან გადაღებული ფოტოებისადმი, ვიდრე მამაკაცები. კვლევამ აჩვენა, რომ ერთი თვის განმავლობაში ავტომობილის მართვისას სელფი მამაკაცების 12%-მა გადაიღო და ქალების მხოლოდ 5%-მა. ამასთან, მამაკაცების 8%-მა აღიარა, რომ საჭესთან ჯდომისას ისინი ვიდეო ზარებსაც ახორციელებენ. ინსტიტუტის ბოლო ექსპერიმენტმა ასევე აჩვენა, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მგზავრობის დროს ყურადღება ვიდეოზე აქვთ გადატანილი, ბოლო მონაცემებთან შედარებით 13%-ით გაიზარდა.
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ საუბრები „სკაიპით“ ან სელფის გადაღება ავტომობილის მართვის დროს, ისეთივე სახიფათოა, როგორც ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის დროს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ კი ამერიკელმა ფსიქოლოგებმა განცხადება გააკეთეს იმის თაობაზე, რომ მამაკაცებს, რომლებიც ზედმეტად ხშირად იღებენ და დებენ საკუთარ სურათებს სოციალურ ქსელებში, ფსიქოპათიისადმი აქვთ მიდრეკილება.
Facebook კომენტარები