ლონდონის პლასტიკური ქირურგიის ცენტრის სპეციალისტები ქალის იდეალური სახის საკითხით დაინტერესდნენ. ამ ამოცანის პასუხის ძიებაში მათ ჩართეს სპეციალური ალგორითმი, რომელიც ოქროს კვეთის პრინციპს იყენებს.
ოქროს კვეთა (ოქროს პროპორცია, ოქროს შუალედი) – ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში. ჰარმონიული გაყოფა მთელისა ისეთ ორ არატოლ ნაწილად, როდესაც მცირე ნაწილი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მთელს და პირიქით, მთელი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მცირეს. პროცენტულ მაჩვენებლებში მთელის გაყოფა ხდება 68%-32%.
შედეგი მოსალოდნელზე ბევრად საინტერესო აღმოჩნდა. გაგაცნობთ მეცნიერების დასკვნებით გაკეთებულ რეიტინგს:
1ემბერ ჰერდის სახე 91.85%-ით ემთხვევა იდეალურ პროპორციებს
2კიმ კარდაშიანის სახე 91.39%-ით ემთხვევა იდეალურ პროპორციებს
3კეიტ მოსის სახე 91.06%-ით ემთხვევა იდეალურ პროპორციებს
4ემილი რატაკოვსკის სახე 90.80%-ით ემთხვევა იდეალურ პროპორციებს
5კენდალ ჯენერის სახე 90.18%-ით ემთხვევა იდეალურ პროპორციებს
6ჰელენ მირენის სახე 89.93%-ით ემთხვევა იდეალურ პროპორციებს
7სკარლეტ იოჰანსონის სახე 89.93%-ით ემთხვევა იდეალურ პროპორციებს
8სელენა გომეზის სახე 89.57%-ით ემთხვევა იდეალურ პროპორციებს
9მერლინ მონროს სახე 89.41%-ით ემთხვევა იდეალურ პროპორციებს
10ჯენიფერ ლოურენსის სახე 89.24%-ით ემთხვევა იდეალურ პროპორციებს
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპიუტერულმა პროგრამამ გამოავლინა ყველაზე იდეალური სახის ნაწილის მფლობელები. ყველაზე ლამაზი ცხვირი აღმოაჩნდა ემბერ ჰერდს, თვალები – სკარლეტ იოჰანსონს, შუბლი – კეიტ მოსს, ტუჩები – ემილი რატაკოვსკის, წარბები – კიმ კარდაშიანს, ნიკაპი – ემბერ ჰერდს, და სახის ოვალი – რიანას.
ამ კვლევის საფუძველზე, შეიქმნა აბსოლუტურად იდეალური ქალის სახის პორტრეტი:
Facebook კომენტარები