აქ ბენზინი წყალზე იაფი ღირს, სესხები უპროცენტოა, ბავშვებზე დახმარებას 22 წლამდე იძლევიან, კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო იხდის, ზოგჯერ კი… ყველა გაცემული კრედიტის ჩამოწერა ხდება!
ეს ფენომენალური ქვეყანა ქუვეითია. ქვეყანა, რომელიც დღესდღეობით ცხოვრების დონით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების შვიდეულში შედის…
ფენომენალური სიმდიდრისა და ცხოვრების მაღალი დონის მიზეზი ამ ქვეყანაში საკმაოდ ბანალურია… ეს ნავთობია.
ნავთობის დარგი აქ მთლიანად სახელმწიფოს ეკუთვნის. ის 1961 წელს ინგლისელებს ჩამოართვეს იმის შემდეგ, რაც ემირატებმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, და დღეს უკვე ნავთობის არც ერთი წვეთი არ მიედინება ემირატების ხაზინის გვერდის ავლით. ყველაფერი სწორად და ჭკვიანურად არის გათვლილი. ქუვეითელები მშვიდად ალაგებენ დინარებს თავის ხაზინაში, აშენებენ ცათამბჯენებს, ავტოსტრადებს, ლუქს ოტელებს და გიგანტურ სავაჭრო ცენტრებს.
ემირმა ქუვეითელები მრავალი სიკეთით დაასაჩუქრა: უფასო განათლება (განსაკუთრებით ნიჭიერებს სახელმწიფოს ხარჯზე მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან სასწავლებელში შეუძლიათ სწავლა), უფასო მკურნალობა ნებისმიერ ქვეყანაში (!!!), საცხოვრებელი ფართისთვის უპროცენტო კრედიტები სახელმწიფოსგან (ყურანი კრძალავს ფულით ფულის გაკეთებას, ანუ პროცენტით სესხებას).
1სახლის ასაშენებლად სახელმწიფო 1 მილიონ დოლარამდე ოდენობით კრედიტს გასცემს, რაც, როგორც წესი, ყოფნის 5 ოთახიან კეთილმოწყობილ სახლს
2უმუშევრობის შემწეობა $800 შეადგენს, ხოლო მინიმალური ხელფასი სახელმწიფო სექტორში – $2500
3ქორწილისთვის საქმროს 70.000 დინარის ოდენობით ($229.600) კრედიტს აძლევენ, რომლის დასაფარად მას ხელფასიდან თვეში 20 დინარი ექვითება!
4ყველაზე მთავარი! როდესაც ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე ზემოთ იწევს, ემირი ყველას პატიობს ვალს და ყველა კრედიტის ჩამოწერა ხდება. ასე რომ, ქუვეითელები ალბათ ლოცულობენ იმაზე, რომ ნავთობის ფასმა აიწიოს
5დახმარება თითოეულ ბავშვზე $200 ოდენობით გაიცემა მანამ, სანამ ბავშვები სამსახურს არ დაიწყებენ (ეს კი 22-დან 25 წლამდე ხდება). მაგრამ იმ პირობით, რომ ეყოლებათ არა უმეტეს 5 შვილი. თუ მამას მეექვსე ან უფრო მეტი შვილის გაჩენის არ შეეშინდა, ესე იგი თავად შესწევს უნარი, არჩინოს ისინი
6კომუნალური გადასახადები – სახელმწიფოს ხარჯზე. თანამგზავრული ტელევიზიაც კი უფასოა, თუ ნებადართულ არხებს უყურებთ
7ბენზინის ფასი ქუვეითში სასმელ წყალზე დაბალია: საწვავის 1 ლიტრის ფასი 110 ფილსს ($0.36) შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალფასიანი სასმელი წყლის ერთლიტრიანი ბოთლი 333 ფილსი ($1.1) ღირს
მაგრამ!!! არსებობს მთავარი „მაგრამ“ – შეღავათები ქუვეითის თითქმის 3.5 მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 1.1 მილიონ ადამიანზე ვრცელდება. ამ პრივილეგირებული მილიონის წინაპრებს აქ ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები 1927 წლიდან ჰქონდათ, როდესაც ქუვეითის საზღვრების განსაზღვრა მოხდა.
მათ ლურჯი ფერის პასპორტები აქვთ. ყველა დანარჩენ ადგილობრივს „ბედუინებს“ უწოდებენ, მათ არამოქალაქის „ნაცრისფერი“ პასპორტი აქვთ, რომელიც მათ მხოლოდ ცხოვრების უფლებას ანიჭებს, ხოლო ადმინისტრაციულ სამსახურში, ჯარში და პოლიციაში მათ არ აიყვანენ.
შესაძლოა მათ რამდენიმე ათეული წელი მოუწიოთ ემირის მოწყალებისთვის ლოდინი, რომელიც დიდი დღესასწაულების დროს 20-30 ადამიანს მოქალაქეობას ჩუქნის. მოქალაქეობის მიღება უცხოელსაც შეუძლია, მაგრამ განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მაგალითად, ომში ჩადენილი გმირობისთვის.
8მოსახლეობის პრივილეგირებულ ნაწილს ლურჯი ფერის პასპორტები აქვს. ყველა დანარჩენს კი ნაცრისფერი
9სავაჭრო დახლებს შორის არხეინად მოსეირნე მამაკაცს ან შავ ჰიჯაბში გამოწყობილ ქალს მსახური მოჰყვება ურიკით. პატრონი მხოლოდ უთითებს, რომელი ხილი მოეწონა, ანგარიშს ასწორებს გამყიდველთან, მსახური კი ალაგებს საყიდლებს პარკში და დაატარებს მათ…
10იმისათვის, რომ გააცნობიეროთ, რა ოდენობის ფულს ფლობს აქაური მოსახლეობა, საკმარისია საიუველირო მაღაზიაში შეხვიდეთ. კედელი მოფენილია მასიური ოქროს ქამრებით, რომელთა ფასი $10.000 იწყება, ვიტრინებში აწყვია ბეჭდები მსხვილი ბრილიანტებით ან სხვა ძვირფასი ქვებით
11მაგალითად, ეს სამკაული $14.500 დოლარი ღირს. არ დაგავიწყდეთ, რომ ქალების უმეტესობა ჰიჯაბს ატარებს და ვერც მოახდენს ამ სამკაულის საჯარო დემონსტრირებას – მხოლოდ სახლში და მხოლოდ ქმართან…
Facebook კომენტარები