რატომ ჰკრა მან ხელი ცოლს, საკუთარი თავის გადასარჩენად?

სიცოცხლე ფასდაუდებელი საჩუქარია, რომელიც თავისთავად გამოისყიდის ცხოვრებაში გადამხდარ ყველაზე ცუდ ამბავსაც კი. მთავარი ადამიანური თვისებებიც მაშინ გამომჟღავნდება, როდესაც სასწორზე ორი ადამიანის სიცოცხლე დევს. შეუძლია, თუ არა ადამიანს საკუთარი სიცოცხლე სხვის გამო გასწიროს? ან იქნებ შეუძლია მხოლოდ საკუთარი გადაარჩინოს სხვისი სიცოცხლის გაწირვის ხარჯზე? ძალიან მკაცრად ნუ განსჯით, როდესაც ამ ისტორიას, წაიკითხავთ.
ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილზე მასწავლებელმა მოსწავლეებს მოუყვა ისტორია საკრუიზო გემზე, რომელიც ზღვაში ჩაიძირა. უფრო სწორად ერთ ცოლ-ქმარზე, რომლებიც ამ გემზე იმყოფებოდა. მათ გაჭირვებით მიაღწიეს მაშველ ნავამდე, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ადამიანის ადგილი იყო. ეს ერთი ადგილი მამაკაცმა დაიკავა, მისი ცოლი კი დარჩა გემზე, რომელიც იძირებოდა. ქმარი გემისგან შორს მიცურავდა, ცოლი კი შეძახილით აცილებდა.

a_man_pushed_his_wife_to_save_himself_1

 

როგორ ფიქრობთ, რას იძახდა ის? ადამიანების 95% იტყვის, რომ ეს იყო: „მე შენ მეზიზღები!“ „რა ბრმა ვყოფილვარ!“ ან რამე მსგავსი.
მასწავლებელმა იგივე შეკითხვა მოსწავლეებს დაუსვა და მხოლოდ ერთმა მათგანმა უპასუხა სხვებისგან განსხვავებულად.
მან უპასუხა: „მასწავლებელო, მე მჯერა, რომ ის გასძახოდა: „მოუარე ჩვენს შვილს!“ გაკვირვებულმა მასწავლებელმა ჰკითხა: „თქვენ გაგონილი გაქვთ ეს ისტორია?“
ბიჭმა უარის ნიშნად თავი გააქნია და უპასუხა: „არა, მაგრამ ასე უთხრა დედაჩემმა მამაჩემს, სანამ ავადმყოფობისგან გარდაიცვლებოდა“.
მასწავლებელმა თქვა: „პასუხი სწორია. საკრუიზო გემი ჩაიძირა, მამაკაცი სახლში დაბრუნდა და მარტომ გაზარდა ქალიშვილი. მისი გარდაცვალების შემდეგ ქალიშვილმა დღიური იპოვა. აღმოჩნდა, რომ დედას კრუიზში გამგზავრებამდე დასმული ჰქონდა მძიმე დაავადების დიაგნოზი, რომლისგანაც ის ვერ განიკურნებოდა. კრიტიკულ მომენტში მამა ვალდებული იყო მიეღო ეს გადაწყვეტილება და გამოეყენებინა გადარჩენის ერთადერთი შანსი. ის წერდა საკუთარ დღიურში: „მე მინდოდა შენთან ერთად დავშვებულიყავი ოკეანეს ფსკერზე, მაგრამ ჩვენი ქალიშვილის გამო თავს ამის ნებას ვერ მივცემდი…“.

a_man_pushed_his_wife_to_save_himself_2

 

მოსწავლეები დუმდნენ, როდესაც მასწავლებელმა ისტორიის მოყოლა დაამთავრა.
ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს რაღაცის ან ვიღაცის შესახებ, სიკეთე და ბოროტება არც ისე ცალსახა ცნებებია, ზოგჯერ რთულია განსაზღვრო რა არის სიკეთე და რა – ბოროტება.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები