შეუდარებელი კოკო შანელის 12 ოქროს გამონათქვამი

შეუდარებელი კოკო შანელის სახით მსოფლიომ ლეგენდარული კუტიურიე შეიძინა, რომელმაც სრულიად შეცვალა არა მარტო მსოფლიო მოდის ტენდენციები, არამედ ქალის როლი საზოგადოებაში იმ საჩუქრის სახით, რომელსაც პატარა შავი კაბა და Chanel №5 ეწოდება. ელეგანტური სისადავე – სტილი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან, ეს კოკო შანელის სტილია.
ლეგენდარულმა კოკომ ქალბატონებს ჩაცმის უზადო სტილთან ერთად შეუფასებელი რჩევები უსახსოვრა, რომელთა უმეტესობაც, დროთა განმავლობაში ერთგვარ აფორიზმებადაც კი იქცა! გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1. „ხელები – ქალის სავიზიტო ბარათია, კისერი – მისი პასპორტი, მკერდი კი – საერთაშორისო პასპორტი“.

 

2. „არასდროს მოგეცემა მეორე შანსი პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად“.

 

3. „ქალისთვის ასაკი არ არის მთავარი: შეიძლება იყო მომაჯადოებელი 20 წლის ასაკში, მომხიბვლელი – 40 წლის ასაკში, და განუმეორებელიდარჩე სიცოცხლის ბოლომდე“.

 

coco_chanel_12_great_quotes_article_photo_1

 

4. „პარადოქსი: რაც უფრო სულელი და წარუმატებელია მამაკაცი, მით მეტი პრეტენზია აქვს ქალის მიმართ“.

 

5. „მამაკაცი, რომელსაც ვაჟკაცური საქციელების ჩადენა შეუძლია, განწირულია ქალებს უყვარდეს“.

 

6. „თუკი რომელიმე ქალის სილამაზემ მოგაჯადოვათ, მაგრამ ვერ იხსენებთ, თუ რა ეცვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას იდეალურად ეცვა“.

 

coco_chanel_12_great_quotes_article_photo_2

 

7. „ქალის საუკეთესო მოდური აქსესუარია – ლამაზი მამაკაცი!“

 

8. „ქალს არაფერი აბერებს ისე, როგორც ძალზე ძვირადღირებული სამოსი“.

 

9. „ჭეშმარიტი სულგრძელობა უმადურობის პატიებაშია“.

 

coco_chanel_12_great_quotes_article_photo_3

 

10. „შეუძლებელია დამოუკიდებლობისათვის ფული ზედმეტად ბევრი იყოს“.

 

11. „არიან ადამიანები, ვისაც აქვს ფული, და არიან მდიდარი ადამიანები“.

 

12. „ყველაფერი ჩვენს ხელშია, ამიტომაც, ისინი არასოდეს არ უნდა ჩამოვუშვათ!“

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ

 

Facebook კომენტარები