დიდი კორპორაციებისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის, ველოსიპედისტი ნამდვილი უბედურებაა.
ის არ ყიდულობს ავტომობილს და არ იღებს ამისთვის სესხს. ბანკებს და მიკროსაფინანსოებს რა ეშველება, თუ უმეტესობა ველოსიპედისტი გახდება?
ან ნავთობის კომპანიებს? ველოსიპედისტი ბენზინს ხომ არ ყიდულობს?
არ სარგებლობს სარემონტო სახელოსნოების მომსახურებით. ოჰჰჰ, ისევ აზიანებს ეკონომიკას!
არ აზღვევს „სამოქალაქო პასუხისმგებლობას“. არ სარგებლობს ფასიანი ავტოსადგომებით. საწყალი სითი პარკი. ვის დააჯარიმებს? 😀 😀 😀
არ აწუხებს სიმსუქნე. ჯანდაბა, ის ხომ ჯანმრთელიც არის, ეშმაკმა წაიღოს! ჯანმრთელი ადამიანები ეკონომიკას არ სჭირდება. ისინი ხომ წამლებს არ ყიდულობენ, ექიმებთანაც არ დადიან. რა შარში იქნებოდნენ აფთიაქები, სადაზღვეოები და საავადმყოფოები?
ველოსიპედისტები არ ზრდიან ქვეყნის შიდა პროდუქტს.
თქვენ რას დაამატებდით? როგორ აზიანებენ ეკონომიკას და კორპორაციებს ველოსიპედისტები?
Facebook კომენტარები