წაიკითხეთ, რა შედეგს მიიღებთ, თუ დღეში 3 კვერცხს შეჭამთ… აუცილებლად 3-ს!

წონაში დაკლება, მხედველობის გაუმჯობესება, ძლიერი ძვლები და კბილები – ყველაფერი ეს და არა მხოლოდ ეს. თუ შენს ყოველდღიურ რაციონში, შეიყვან სამ კვერცხს, ეს ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებს და დაგიცავს მთელი რიგი დაავადებებისგან. კვერცხი ნამდვილად საოცარი პროდუქტია!
„რა მარტივია!“ გთავაზობთ 9, სუპერდამაჯერებელ, უპირატესობას იმისთვის, რომ ეს სუპერსასარგებლო ინგრედიენტი თქვენს ყოველდღიურ რაციონში შევიდეს.

1ქოლესტერინი?

ხშირი კამათი, კვერცხის სარგებელსა და მავნებლობაზე, განპირობებულია ამ პროდუქტში ქოლესტერინის შემცველობით. კვერცხი შეიცავს მხოლოდ 180-186 მგ. ლიპიდებს (ცხიმებს), იმ დროს, როდესაც ღვიძლი ყოველდღიურად დაახლოებით 1000-2000 მგ. ქოლესტერინს გამოიმუშავებს. კვერცხს, ფაქტობრივად, შეუძლია მავნე ქოლესტერინი ჯანმრთელი ქოლესტერინით ჩაანაცვლოს. გარდა ამისა, სისხლში ქოლესტერინის დონის ამაღლებას კვერცხში შემავალი ლეციტინი ხელს უშლის.

2ძვლის ქსოვილისა და კბილების გამაგრება

კვერცხის შემადგენლობაში შედის D ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის მიერ კალციუმის ასათვისებლად და კბილებისა და ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. კვერცხის გული – ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროდუქტებს შორის, რომელიც ამ ვიტამინის ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს.

3ენერგეტიკული ღირებულება

დიეტოლოგები გვირჩევენ კვერცხის ყოველ დღე მიღებას. ამას თავისი მიზეზი აქვს. სასარგებლო ნივთიერებები და ამინომჟავები ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ „მზიანი“ პროდუქტის უბადლო სარგებელი მდგომარეობს მის ენერგეტიკულ ღირებულებაში, რაც აუცილებელია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ეწევა ცხოვრების აქტიურ სტილს.

4ვიტამინებისა და მინერალების საგანძური

კვერცხის სარგებელი განპირობებულია მასში ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინების შემცველობით, როგორიცაა: A, D, E, B3, B6, B12, ფოლიუმის მჟავა და ქოლინი. ასევე ისეთი მინერალებისა და ელემენტების, როგორიცაა: იოდი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და ფოსფორი. მაგალითად, მიკროელემენტი სელენი ხელს უწყობს იმუნური სისტემისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შენარჩუნებას.

5მოხდენილი ტანი

კვერცხი დაბალი კალორიულობით გამოირჩევა. ლეციტინისა და ქოლინის წყალობით, იგი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ცხიმებისა და ქოლესტერინის გამოდევნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ ფიგურაზე ზრუნავენ. კვერცხიდან მიღებული პროტეინის მაღალი ხარისხი, იძლევა საშუალებას, უფრო დიდხანს იგრძნოთ თავი დანაყრებულად და, შესაბამისად, შეინარჩუნოთ ნორმალური წონა.

6შესანიშნავი საუზმე

კვების ამერიკული კოლეჯის, ასევე გასუქების საერთაშორისო ჟურნალის მონაცემებით, საუზმის დროს, კვერცხის მირთმევას შეუძლია ორგანიზმიდან ისეთი, უსარგებლო, ნივთიერებების გამოდევნა, რომლებსაც თქვენ ყოველდღიურად იღებთ.
საუზმეზე ერბოკვერცხის მირთმევა აჩქარებს გახდომის პროცესს და, ამასთან, მთელი დღის განმავლობაში, ენერგიის დონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ასეთი საუზმე გემრიელი და ნოყიერი იქნება!

7მხედველობის შენარჩუნება და გაჯანსაღება

კვერცხის გული დიდი რაოდენობით შეიცავს ლუტეინსა და ზეაკსანტინს, რაც საჭიროა ნორმალური მხედველობის შესანარჩუნებლად. ისინი ასევე ხელს უშლიან კატარაქტის გაჩენას. კვერცხი ასევე მდიდარია A ვიტამინით, რომლის დეფიციტი ჰემერალოპიას (ქათმის სიბრმავე) იწვევს.

8ცილა

პირველ რიგში, კვერცხი არის ცილების ნატურალური წყარო, რაც მას, პრაქტიკულად, კვების შეუცვლელ დამხმარეს ხდის თითოეული ჩვენგანისთვის. ცილა ძალიან მნიშვნელოვანია წონის დასაკლებად, კუნთების ფორმირებისათვის, ჰიპერტონიის კონტროლისა და ძვლების ჯანმრთელობისათვის. ერთი დიდი კვერცხი 6 გრამი ცილისაგან შედგება, ხოლო სამ კვერცხში შემავალი ცილის რაოდენობა ერთი პორცია ხორცის ექვივალენტურია.

9დამხმარე გულის მუშაობაში, შეუცვლელია ორსულობის დროს

თანამედროვე მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ კვერცხის გამოყენება დაგეხმარებათ გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან თავის დაღწევაში. კვერცხში ფოლიუმის მჟავის შემცველობა ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, სისტემის ნორმალურ მუშაობასა და ნაყოფის სწორ განვითარებას, ორსულობის დროს.
კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზის დაცვას ემსახურება. დღეში 3 კვერცხის მიღებით მტკიცე ჯანმრთელობასა და სამუდამო სილამაზეს მოიპოვებთ! მიირთვით ის ყოველდღე და იგრძენით თავი შესანიშნავად!
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობრებს!
Facebook კომენტარები