ხუთი პატარა ტყუპი და მათი დედა… ულამაზესი ფოტოსესია

2015 წლის 18 აგვისტოს, 26 წლის კიმ ტუჩის ცხოვრებამ სიურპრიზი მოუწყო: მან და მისმა მეუღლემ, რომლებიც სამი შვილის ამაყი მშობლები იყვნენ, აღმოაჩინეს, რომ ხუთ ტყუპს ელოდებოდნენ! 28 იანვარს კიმს ხუთი საყვარელი პატარა შეეძინა: ტიფანი, პენელოპე, ბეატრისა, ელი და კეითი. ავსტრალიელმა ფოტოგრაფმა ერინ ელიზაბეტ ჰოსკინსმა ეს საოცრება ფოტოზე აღბეჭდა.
ზოგი ფიქრობდა, რომ კიმს ეს თავიდანვე უნდა სცოდნოდა – ის ხომ ორსულობის დროს დღეში 6,000 კალორიას მიირთმევდა! დანარჩენები კი გაოცებულები იყვნენ იმით, რომ მან სულ რაღაც 2 წუთში გააჩინა 5 ბავშვი (მართალია, მშობიარობა საკეისრო კვეთით ჩატარდა, მაგრამ ეს მაინც შთამბეჭდავად ჟღერს)!
ახლა, ტყუპების ოჯახს სპეციალური მანქანა სჭირდებათ, რომელიც ცხრა ადამიანს დაიტევს. ექიმთან რეგულარული ვიზიტებისთვის, ამჟამად სამი ავტომობილია საჭირო. კიმის ბებიამ, დენისმა, დაფინანსების კამპანია წამოიწყო, რათა ოჯახს თანხების მოზიდვაში დახმარებოდა. ქვემოთ მოცემული ფოტოების დათვალიერების შემდეგ, ალბათ თქვენც გაგიჩნდებოდათ მათი დახმარების სურვილი!

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_1

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_2

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_3

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_4

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_5

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_6

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_7

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_8

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_9

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_10

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_11

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_12

newborn_baby_photoshoot_quintuplets_kim_tucci_erin_elizabeth_hoskins_13

Facebook კომენტარები