თუ ოდესმე გქონიათ სურვილი საკუთარ ზღაპარში გეცხოვრათ, უნდა იფიქროთ სოფელ გითჰორნში საცხოვრებლად გადასვლაზე. ეს ჯადოსნური სოფელი, რომელიც „ნიდერლანდების ვენეციის“ სახელითაა ცნობილი, დაახლოებით 1230 წელს დაარსდა და მასზე მხოლოდ ოცნება შეიძლება…
სოფელში არ არის გზები და არც თანამედროვე ტრანსპორტი, მხოლოდ არხები და 176 ხიდი. ტურისტებს სოფლის გარეთ უწევთ მანქანების დატოვება და სოფელში ფეხით ან ნავებით გადაადგილება (ნავებს უხმო ძრავები აქვთ, რის გამოც მათ „უხმო ნავებს“ უწოდებენ). ასე რომ, ალბათ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა სიმშვიდეა აქ (რა თქმა უნდა, როცა ის არაა ტურისტებით გადატვირთული). სოფლის ვებგვერდზეც კი ნათქვამია, რომ „ყველაზე ხმამაღალი, რაც შეიძლება გაიგონოთ, არის იხვების ყაყანი ან სხვა ფრინველების მიერ გამოცემული ხმები”. ეს სოფელი მართლაც ზღაპრულია.
სოფელ გითჰორნში გზები არ არის
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ გადაადგილების საშუალება არ არსებობს…
ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტის სახეობაა „უხმო ნავები“, რომლებსაც უხმო ძრავები აქვს
აქედან გამომდინარე, სოფელი ძალიან მშვიდია…
„ყველაზე ხმამაღალი, რაც შეიძლება გაიგონოთ, არის იხვების ყაყანი (რა თქმა უნდა, როცა ის არაა ტურისტებით გადატვირთული)“
ეს ჯადოსნური სოფელი, რომელიც „ნიდერლანდების ვენეციის“ სახელითაა ცნობილი, დაახლოებით 1230 წელს დაარსდა
სოფლის პირველმა მკვიდრებმა უამრავი ტორფის საბადო აღმოაჩინეს და წლების განმავლობაში მრავალი ორმო გათხარეს
საბოლოოდ, ეს ორმოები ტბებად იქცა
ახალწარმოქმნილი კუნძულები 176 ხიდით იყო დაკავშირებული,
რომლებიც სოფელს მყუდრო ზღაპრულ გარემოდ აქცევს…
Facebook კომენტარები