პარიზის ულამაზესი ძველი შენობების ყველა ზედა სართულზე, სახურავის ქვეშ, დღემდე შემორჩენილია მანსარდები, რომლებიც ჯერ კიდევ ნაპოლეონ III-სა და არქიტექტორ ჯორჯ ოსმანის დროიდან არსებობს. ეს მანსარდები, მაშინდელი არქიტექტურული ჩანაფიქრის თანახმად, განკუთვნილი იყო მოსამსახურე პერსონალისთვის. დროთა განმავლობაში, ამ ოთახებმა დაკარგა თავისი ნამდვილი დანიშნულება და ჩვეულებრივ საკუჭნაოებად იქცა. მცირე ზომების გამო, აქ თითქმის შეუძლებელია ელემენტარული და საცხოვრებლად აუცილებელი პირობების შექმნა. თუმცა, უძრავ ქონებაზე ფასების მატებასთან ერთად, ეს მივიწყებული ოთახებიც არ დარჩენილა უფუნქციოდ. სწორედ ასეთ ოთახში, 8 კვადრატულ მეტრში, ერთერთმა მეპატრონემ არქიტექტურულ სტუდია Kitoko-ს დაავალა, მოეწყო მცირე ზომის ბინა და შეექმნა ყველა პირობა, რაც ერთი ადამიანისთვის იქნებოდა საჭირო.
შეზღუდული ზომების მიუხედავად, სივრცეში უნდა მოთავსებულიყო საძინებელი ადგილი, სამზარეულო, სააბაზანო, სამუშაო კუთხე და საგნების შესანახი მაქსიმალური სივრცე. სტუდიის წარმომადგენელთა თქმით, მათი არქიტექტურული ჩანაფიქრი მიმსგავსებულია „შვეიცარული გასაშლელი დანის კონცეფციას“. აქსესუარის შეხედვისას – ეს მხოლოდ დანაა, ხოლო როგორც კი გავშლით, ვხედავთ, რომ ის მოიცავს ძალიან პატარა სივრცეში მოთავსებულ უამრავ ხელსაწყოს.
Kitoko-ს არქიტექტურული პროექტი სწორედ ასეთი სივრცის მაქსიმალურად გამოყენების ვარიანტს წარმოადგენს, სადაც კომფორტისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ობიექტი ერთ დიდ კარადაშია მოთავსებული, რომელთა გაშლა და დაკეცვა არის შესაძლებელი, საჭიროების მიხედვით. ეს პროექტი სივრცის აღქმის სრულიად ახალ ხედვას გვთავაზობს. Kitoko მიიჩნევს, რომ „უნიკალური მრავალფუნქციური სივრცის შექმნის პროცესი თავდაპირველად განიხილებოდა როგორც ურთულესი ამოცანა, მაგრამ, საბოლოოდ, მათ შეძლეს ამ პროექტის განხორციელება“.
7იხილეთ ვიდეო:
This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ
Facebook კომენტარები