კიანუ რივზის მიერ გაღებული სიკეთე ნამდვილად დასაფასებელია

ჰოლივუდის სამყაროში ლეგენდადაა ქცეული ცნობილი მსახიობის, კიანუ რივზის, გულუხვობა და თავმდაბლობა. მან ფილანტროპის სახელი ჯერ კიდევ „ეშმაკის ადვოკატის“ გადაღების დროიდან მიიღო, როდესაც საკუთარი ჰონორარის უმეტეს ნაწილზე უარი თქვა იმისათვის, რომ პროდიუსერებს საშუალება ჰქონოდათ ფილმში მოეწვიათ, იმ დროისთვის უკვე ლეგენდარული ალ პაჩინო.
ხოლო როდესაც კიანუ რივზი მოლაპარაკებებს აწარმოებდა „მატრიცას“ მეორე და მესამე ფილმებიდან მიღებული მოგების განაწილებასთან დაკავშირებით, მან გადაწყვიტა საკუთარი მოგების ნაწილი – დაახლოებით $75.000.000, გადაეცა სპეცეფექტების და კოსტიუმების ჯგუფის წევრებისთვის, რადგანაც ჩათვალა, რომ მათი შრომა სათანადოდ არ დაფასდა.
Facebook კომენტარები