ავტომობილი ძალიან რთული მოწყობილობაა და სულაც არაა გასაკვირი, რომ მას გააჩნია ზოგიერთი ისეთი თვისება, რომლის შესახებ ავტომობილის მილიონობით მოყვარულმა არც იცის, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მანქანა გამოუცვლიათ…
1ამიტომ, მეგობრებო, არ არის გვიანი, დაიწყოთ მანქანის ამ მოწყობილობით სარგებლობა.
2მარცხნივ, ზუსტად საჭის ქვეშ, ერთი პატარა ბერკეტი არსებობს, რომლის გადართვა ზემოთ-ქვემოთ არის შესაძლებელი.
3ამ უცნაურ და საიდუმლოებით მოცულ საგანს „მოხვევის სიგნალს“ უწოდებენ.
4ის ეხმარება სხვა, თქვენ გარშემო გზაზე მყოფ, მძღოლებს თქვენი მოძრაობის მიმართულების გამოცნობაში, თქვენ კი ავტომობილის სწორად მართვაში, რითაც ავტო-საგზაო შემთხვევის ალბათობა საგრძნობლად მცირდება.
ჩვენი დაკვირვებების თანახმად, ადამიანების მინიმუმ 70%-მა არ იცის იმის შესახებ, რომ ასეთი რამ საერთოდ არსებობს და თანაც მუშაობს.
მოუყევით ამის შესახებ ყველა თქვენს მეგობარს: შეიძლება, ამან ჩვენი ქალაქების გზებს ცოტა მეტი უსაფრთხოება შემატოს.
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…
Facebook კომენტარები