გასაოცარია მაგრამ ფაქტია: ამ კაცს 8 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სმოკინგი ეცვა

barack_and_michelle_obama_1
სან-ხოსეში გამართული Apple-ის კონფერენციის დროს, მიშელ ობამამ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას საინტერესო ფაქტი გაუმხილა.
ბარაკ და მიშელ ობამები, პრეზიდენტობის მთელი რვა წლის განმავლობაში მთავარ პირებად მოიაზრებოდნენ არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ამერიკის კულტურულ ცხოვრებაშიც. თავიანთი გულგახსნილობის, ბუნებრიობისა და გულწრფელობის წყალობით, ისინი მილიონობით ადამიანის სათაყვანო ობიექტად იქცნენ. მათი გულშემატკივრები დღემდე ადევნებენ თვალს მათ საქმიანობას.
ახლახან, ყოფილი პირველი ლედი სან-ხოსეში, შტატ კალიფორნიაში, გამართულ Apple-ის კონფერენციას ეწვია. ოფიციალური მისალმებისა და შთამაგონებელი სიტყვების შემდეგ, მიშელმა პუბლიკას ძალიან სახალისო რამ მოუყვა მეუღლის გარდერობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ რვა წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ბარაკ ობამას მუდმივად ერთი და იგივე სმოკინგი ეცვა.
„ხალხი სურათს უღებს სამაჯურებს, რომლებსაც მე ვატარებ და გარდერობის თითქმის ყველა დეტალს, თუმცა მათ ყურადღება არ მიუქცევიათ იმისთვის, რომ ბარაკს მთელი რვა წლის განმავლობაში ერთი და იგივე სმოკინგი და ფეხსაცმელი ეცვა“, – ღიმილით გაუზიარა მიშელმა ხალხს საიდუმლო.

barack_and_michelle_obama_2barack_and_michelle_obama_3US President Barack Obama hosts Italian Prime Minister Matteo Renzi for official visit and state dinnerbarack_and_michelle_obama_5

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ

 

Facebook კომენტარები