5 თვისება, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სახლში ალოეს დარგვა ნამდვილად ღირს

უძველესი დროიდან ალოე ვერა ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ის დიდი რაოდენობით ვიტამინს, მინერალებს, ამინომჟავებსა და ფერმენტებს შეიცავს – ჯამში დაახლოებით 200-მდე სასარგებლო ნივთიერებას.
ZIVAVA გთავაზობთ ამ მცენარის საოცარი თვისებების ჩამონათვალს, რომლებიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში.

1. იმუნიტეტის გაძლიერება

useful_properties_of_aloe_1_1

ალოეს წვენი ორგანიზმს დაცვით ფუნქციებს უნარჩუნებს და შეიცავს C ვიტამინს, რომელიც გვეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებაში.
ამ მიზნით შეგვიძლია მოვამზადოთ სასმელი, რომელიც შემდეგი ინგრედიენტებისგან შედგება:
• ალოეს ფოთოლი
• 1 ჭიქა წყალი
• 1 სუფრის კოვზი თაფლი
გარეცხილ ფოთლებს მოაცილეთ ეკლები და დააქუცმაცეთ. მიღებული ფაფა ჭიქა წყალში გახსენით, შეიძლება ცოტა თაფლის დამატებაც, გემოს მისაცემად. სასმელი დასალევად მზადაა.

2. თმების გაჯანსაღება

useful_properties_of_aloe_2_1

ალოე ჯანმრთელი თმის შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება: ამაგრებს თმის ძირებს, აჩქარებს ზრდას და ანიჭებს ბზინვარებას
თმის ხსნარისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
• ალოეს ფოთოლი
• 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი
გაჭერით ფოთოლი ცენტრში და დააქუცმაცეთ. შეურიეთ ნუშის ზეთს და თმაზე წაისვით. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და დაელოდეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.

3. კანის მოვლა

useful_properties_of_aloe_3_1

ალოე ატენიანებს კანს, უფრო ელასტიურს ხდის მას და ანელებს დაბერების პროცესს. გარდა ამისა, მცენარის შემადგენლობაში შედის ელემენტები, რომლებიც ხელს უშლის პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.
კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეგვიძლია მოვამზადოთ ლოსიონი:
• 100 გ ალოეს წვენი
• 3 სუფრის კოვზი წყალი
• 3 სუფრის კოვზი სპირტი
ამ ლოსიონით ყოველ დღე გაიწმინდეთ სახისა და კისრის კანი, გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ და სახის კრემი წაისვით.

4. მიკროფლორის გაჯანსაღება

useful_properties_of_aloe_4_1

ალოეს წვენი ებრძვის გაღიზიანებული ნაწლავების პრობლემებს, ამშვიდებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს.
Helicobacter Pylori – ეს არის ბაქტერია, რომელიც წყლულოვან დაავადებას იწვევს. ალოეს აქვს ანტიბიოტიკის ეფექტი და ასეთი ბაქტერიების გავრცელებას საუკეთესოდ უშლის ხელს.

5. მზის დამწვრობის მკურნალობა

useful_properties_of_aloe_5_1

იმისათვის, რომ ჭრილობა ან დამწვრობა შეხორცდეს, შესაძლებელია აფთიაქში იმ საშუალების ყიდვა, რომელიც ალოეს შეიცვას. ან აიღეთ მცენარის ფოთოლი, მთლიანად მოაცილეთ რბილობი და წაუსვით დაზიანებულ კანს 2-3-ჯერ დღეში.

 

მოიწონეთ, დააკომენტარეთ, გაუზიარეთ მეგობრს!

 

Facebook კომენტარები