გთავაზობთ ვირტუალურ დასვენებას მსოფლიოს ყველაზე გასაოცარ სასტუმროებში. ალბათ ნებისმიერი თქვენგანი ინატრებდა ვირტუალური მოგზაურობის ნაცვლად რეალურად იქ ყოფნას.
სასტუმროს სურათები გამოგზაურებთ ფინეთის ყინულოვანი ტყიდან ბალის ჯუნგლებამდე, პარიზის ქუჩებიდან საბერძნეთის მარგალიტისფერი ხმელთაშუა წყლებამდე. ამ მრავალფეროვან ადგილებს ერთი რამ აერთიანებს – ყველა ადგილი შესანიშნავია დასასვენებლად.
თავგადასავლების მოყვარული (უმეტეს წილად მდიდარი) ვიზიტორების მოსაზიდად ეს სასტუმროები ხშირად პირველ ადგილზეა თავიანთი კონსტრუქციით და ინტერიერის დიზაინით. ისინი ცდილობენ მეტად დამაინტრიგებელი და მიმზიდველი ოთახების შექმნას ეგზოტიკურ ადგილებში. ამიტომ არსებობს სასტუმროები დაკიდებული კლდეზე, აშენებული ზღვის გამოქვაბულებში, სასტუმროები ჩანჩქერებით და ინჟინერიის სხვა გასაოცარი გამოგონებები.
ეს ადგილები ნამდვილად მიმზიდველად გამოიყურება. ზოგიერთი სასტუმროს საძინებლის დიზაინი დამაფიქრებელია. მაგალითად, ბევრი არ ისურვებდა ისეთ საწოლში დაძინებას, სადაც ყველას შეუძლია დაგინახოს გამჭვირვალე კედლებიდან!
რომ შეგეძლოთ ამორჩევა, სად გაატარებდით მომავალ შვებულებას, რომელს აირჩევდით?
1. Kakslauttanen, ფინეთი
2. Bambu Indah, ბალი, ინდონეზია. ოთახი უნიკალური მინის იატაკით, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ საოცარი წყალქვეშა სამყაროთი
3. მცურავი სასტუმრო ზანზიბარში
4. Äscher Cliff, შვეიცარია
5. Giraffe Manor, კენია. შეგიძლიათ არა მარტო დაისვენოთ, არამედ შეეხოთ ცოცხალ ბუნებას
6. Fairy Chimney, თურქეთი
7. Conrad Maldives Rangali Island განლაგებულია მალდივის ორ კუნძულზე – რანგალი და რანგალიფინოლუზე, რომლებიც დაკავშირებულია 500 მ სიგრძის ხიდით
8. Montana Magica Lodge, ჩილი
9. სასტუმრო Free Spirit Spheres კანადაში. ხეებზე მსხვილი თოკების საშუალებით ჩამოკიდებული უცნაური არქიტექტურის სახლი-სფეროები ოდნავ ქანაობს, რაც სრული რელაქსაციის და კარგად გამოძინების საშუალებას გაძლევთ
10. Ice Hotel, ყინულის სასტუმრო შვედეთის სოფელ იუკასიარვში. თუ ყინულის დედოფლის სასახლე რეალურად არსებობს, ის აქ არის
11. Mirrorcube Tree House, შვედეთი. სარკეებით მოპირკეთებული კუბის ფორმის სასტუმრო ხეზე
12. Inntel Hotel Amsterdam Zaandam, ნიდერლანდები. გამოირჩევა იმით, რომ შენობის ერთიან ფასადში გაერთიანებულია რეგიონისთვის დამახასიათებელი თითქმის 70 ტიპური სახლის ფასადი
13. Martin’s Patershof, მეხელენი, ბელგია. განლაგებულია ეკლესიის ყოფილ შენობაში
14. Harry Potter Hotel, ლონდონი. ჰარი პოტერის სამყაროს სტილში მოწყობილი სასტუმრო
15. Kolarbyn Ecolodge, შვედეთი
16. Attrap Reves – „დაჭერილი ოცნების ოტელი“, საფრანგეთი
17. Plane Hotel, კოსტა რიკა. სასტუმრო-თვითმფრინავი
18. Sala Silvermine, შვედეთი. „სალას ვერცხლის შახტი“ განლაგებულია მიწის ქვეშ 155 მ სიღრმეზე
19. Hang Nga Guesthouse, ვიეტნამი
20. Kingston Treehouse, „სახლი ხეზე“ ლაიონ სანდსში, სამხრეთ აფრიკაში. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კრიუგერის ეროვნული პარკის საზღვარზე – აფრიკული საფარი და ძილი ვარსკვლავების ქვეშ ლომებთან, სპილოებთან, ლეოპარდებთან და მარტორქებთან რამდენიმე მეტრის მოშორებით. რა თქმა უნდა უსაფრთხო, დაცულ გარემოში
21. Au Vieux Panier, მარსელი, საფრანგეთი. ნახევრად მოხატული ოთახი სასტუმროში გრაფიტით
22. V8, შტუტგარტი
23. Caravan, Huttenpalast, ბერლინი
24. Wanderlust, რაც მოგზაურობის სიყვარულს ნიშნავს. სინგაპური
25. Tubohotel, მექსიკა. სასტუმროს ნომრები განლაგებულია ბეტონის მილებში
26. Chalkley Treehouse – „სახლი ხეზე“, ლაიონ სანდსი, სამხრეთ აფრიკა
27. Tinyeleti Treehouse – „სახლი ხეზე“, ლაიონ სანდსი, სამხრეთ აფრიკა
28. Taj Lake Palace, ინდოეთი
29. The Eden, ტაივანი. სასტუმროს ერთერთი ნომერი „The Batcave“ გაფორმებულია ბეტმენის სტილში
30. Tongabezi Tree House, ლივინგსტოუნ ვეი, ზიმბაბვე. „სახლი ხეზე“ ზამბეზის ეროვნულ პარკში
31. Seven, პარიზი. სასტუმროს სპეციალური ნომერი თითქოს ჯეიმს ბონდი აგენტი 007-ის ფილმებიდან ამოჭრილი ნაწილია. თქვენ 007-ის კოსტიუმის ჩაცმასაც კი შეძლებთ და შეხვდებით ფოიეში „კბილებამდე შეიარაღებულ“ ქერა ლამაზმანებს
32. Casapueblo, ურუგვაი. ცნობილი ურუგვაელი არქიტექტორი და მხატვარი აშენებდა ამ შენობას 30 წლის განმავლობაში. ამ ქათქათა თეთრი სახლის სტუმრებს შორის იყვნენ პაბლო პიკასო, პელე და ბრიჯიტ ბარდო
33. რაბათის ციხესიმაგრე (სასტუმრო), ახალციხე, საქართველო
34. Palacio De Sal, უიუნი – ბოლივია. სასტუმრო მთლიანად მარილის ბლოკებიდან არის აშენებული. საწოლები, სკამები, საპირფარეშოები – აქ ყველაფერი გაკეთებულია მსოფლიოში ყველაზე დიდი მარილიანი ტბის უიუნის მარილისგან
35. Dog Bark Park Inn, აიდახო, აშშ. ეს სასტუმრო წარმოადგენს უზარმაზარ ძაღლს (დაახლოებით 10 მ სიმაღლის), რომლის შიგნით საცხოვრებელი ოთახებია
36. The Ufogel, ლიენცი, ავსტრია. ეს პატარა სახლი-სასტუმრო სპეციალურად ტურისტებისთვის არის აშენებული და განლაგებულია აღმოსავლეთ ტიროლის თვალწარმტაც ალპებში
37. The Dragonfly (ჭრიჭინა), ჰარადსი, შვედეთი. ეს სასტუმრო, რომლის კონსტრუქცია იწონის 22 ტონას, პირდაპირ ხეებზეა დამაგრებული და თითქოს ჰაერში ლივლივებს
38. Amazon Boutique Hotel Boat, სასტუმრო-ნავი
მოიწონეთ, დააკომენტარეთ, გაუზიარეთ მეგობრს!
Facebook კომენტარები