დაგტანჯათ თავის ტკივილმა? აი ზოგიერთი პროდუქტის ჩამონათვალი, რომლებიც დაგეხმარებათ ტკივილის დამარცხებაში!

ცხოვრების იმ წესის პირობებში, რომელსაც ჩვენ ვეწევით, თავის ტკივილი გარდაუვალ მოვლენად იქცა.
headache_foods_1
იმაზე ფიქრი, თუ საიდან მოდის თავის ტკივილი, ვერ დაგეხმარებათ – თქვენ მეტის გაკეთება მოგიწევთ. პირველ რიგში უნდა დალიოთ ერთი ჭიქა წყალი, რათა დარწმუნდეთ, რომ ტკივილი უწყლობამ არ გამოიწვია. შემდეგ ტკივილთან გამკლავების მიზნით შეგიძლიათ მიირთვათ ქვემოთ ჩამოთვლილი ათი პროდუქტიდან ერთერთი:

ალუბალი

headache_foods_2

გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ალუბალი წარმოადგენს კვერცეტინის ნაერთს, რომელიც სავარაუდოდ ხასიათდება ანტიალერგიული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მაჩვენებლებით. ეს თვისებები ხელს უწყობს ტკივილის გავლას და გეხმარებათ, რომ ნაკლებად მგძნობიარე იყოთ მის მიმართ. ასე რომ, თავის ტკივილის შემთხვევაში მიირთვით ალუბალი ან დალიეთ ალუბლის წვენი.

ყავა

headache_foods_3

ვინ იფიქრებდა, რომ სასმელი, რომლისგანაც თავის შეკავებას გვირჩევენ, ზუსტადაც რომ გვეხმარება თავის ტკივილის დამარცხებაში. ყავა ავიწროებს სისხლძარღვებს და ამსუბუქებს თავის ტკივილს. თუმცა აუცილებელია ბევრი წყლის მიღება, რადგან ყავა იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას.

ორაგული

headache_foods_4

თუ მიიღებთ უცხიმო ცილებს, რომლებიც ჭარბადაა ორაგულში, შიმშილის გრძობა დიდხანს არ შეგაწუხებთ, რაც შეაკავებს თავის ტკივილს და სისხლში შაქრის დონეს დაასტაბილურებს. ამას გარდა, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების შემცველობა ორაგულში კარგად ებრძვის თავის ხშირ ტკივილებს.

მარცვლეულობა

headache_foods_5

როგორც წესი, ისინი შეიცავენ B ჯგუფის ვიტამინებს და მაგნიუმს, რომლებიც აყუჩებენ თავის ტკივილს. ტკივილთან საბრძოლველად უნდა მიიღოთ ისეთი მარცვლეულობა, როგორიცაა ჰერკულესი და ხორბალი.

ისპანახი

headache_foods_6

პოპაი მართალი იყო; ისპანახი ერთერთი საუკეთესოა იმ ფურცლოვან ბოსტნეულში, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ. ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, სძენს თმას ბზინვარებას, ასევე გეხმარებათ თავის ტკივილის დამარცხებაში. ისპანახში არსებული ვიტამინი B2 აწყნარებს ტვინს და ანელებს თავის ტკივილს.

ცხარე სალსა

headache_foods_7

ცხარე წიწაკის შემცველი პროდუქტი ხელს უწყობს სინუსური თავის ტკივილის გავლას. ცხარე სუნელები წმენდს სინუსებს, ანუ სასუნთქ გზებს, რაც იწვევს წნევის შემცირებას და შესაბამისად თავის ტკივილის გავლას. ასე რომ, ჩაღეჭეთ სალსა, რადგან ის გემრიელიცაა და სასარგებლოც.

სიმინდი

headache_foods_8

სიმინდი და ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინ B3-ს, აწყნარებს ნერვულ სისტემას, ასევე ხელს უწყობს სისხლძარღვების ფუნქციონირებას. ეს ნიშნავს, რომ საკვებში სიმინდის დამატებით შეძლებთ სტრესის შედეგად გამოწვეული თავის ტკივილის პრევენციას. იმ შემთხვევაში თუ არ მიირთმევთ საკმარის სიმინდს, ჩაანაცვლეთ ის ლობიოთი, პომიდვრით და კარტოფილით.

ბანანი

headache_foods_9

დიახ, თავის ტკივილის მართვა შესაძლებელია B ვიტამინის დახმარებით, ხოლო ბანანის შემთხვევაში B6 ვიტამინთან გვაქვს საქმე. ის ხელს უწყობს ტვინში სეროტონინების დონის რეგულაციას, რის საფუძველზეც ხდება დეპრესიასთან ბრძოლა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტკივილი გაგივლით და მოგეხსნებათ გონებრივი გადაღლილობა.

საზამთრო

headache_foods_10

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორგანიზმში წყლის არასაკმარისმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. ასე რომ, მიირთვით საზამთრო თავის ტკივილის დაწყებამდე და წამლის მიღების საჭიროებამდე. საზამთროს მირთმევა შეგიძლიათ სხვადასხვა სახით, მაგალითად, კოქტეილის, სალათის და ა.შ.

სელის თესლი

headache_foods_11

სელის თესლი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ებრძვის შაკიკს ანტიანთებითი თვისებების ხარჯზე. ასე რომ, დაუმატეთ სელის თესლი თქვენს რაციონს სხვადასხვა ფორმით, მაგალითად მიირთვით დილის ფაფასთან ერთად ან გამოიყენეთ დანამატის სახით ცხობისას.
პროდუქტების ყიდვისას თავი შეიკავეთ იმ პროდუქტებისგან, რომლებიც თავის ტკივილს იწვევენ. ასეთი პროდუქტებია დამუშავებული ყველი, ხორცი და ა.შ.
Facebook კომენტარები