ბედნიერი ურთიერთობები ბევრი დეტალისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანია – ერთგულება. დაგვეთანხმეთ, რომ ყველას უნდა, დარწმუნებული იყოს მეორე ნახევრის სანდოობაში. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სამწუხაროდ არ შეუძლიათ ღალატის გარეშე ცხოვრება, მათთვის ეს მხოლოდ დროის ამბავია.
ZIVAVA-მ გადაწყვიტა, ეჩვენებინა თქვენთვის ადამიანების ტიპები, რომლებთანაც არ ღირს სერიოზული ურთიერთობების წამოწყება. ტყუილად დახარჯავთ დროს.
5. ნარცისი
ერთი ადამიანის სიყვარული ნარცისს არასდროს ჰყოფნის. მას სჭირდება, რომ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი აღფრთოვანდეს მისით. ეს თვითდამკვიდრების ერთ-ერთი მეთოდია. ნარცისები იმყოფებიან იდეალური პარტნიორის ძებნის მუდმივ პროცესში. ისინი გულახდილად ფიქრობენ, რომ ნაცადი ურთიერთობები ვერ სწვდება მათ იდეალს. ამაში კი დამნაშავე არის ყველა, ოღონდ არა ისინი.
4. გამოუსწორებელი რომანტიკოსი
რომანტიკოსისთვის მნიშვნელოვანია ფლირტის პროცესი. მას ახალი ემოციები და შთაბეჭდილებები უყვარს. ის ვერ იტანს ყოველდღიურობას, უბრალოდ მოწყენილი ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად, რომანტიკოსი საკუთარი თავისთვის ახალ გასართობს იგონებს, რომელიც მას ნამდვილ სიყვარულთან მიიყვანს. ის ვერ იტანს შეზღუდვებს, უპირველესყოვლისა, მისთვის მთავარია თავისუფლება.
3. დაკომპლექსებული
რა თქმა უნდა, დაბალი თვითშეფასება, ასე თუ ისე, თითოეულ ჩვენგანს ახასიათებს. მაგრამ, თუ ადამიანი საკუთარი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს და მუდამ პარტნიორის ყურადღებას ითხოვს – ეს ცუდი ნიშანია. სულ მცირე ეჭვი იმისა, რომ მასსა და პარტნიორს შორის ემოციური კავშირი დაირღვა, მის მიერ გაგებული იქნება, როგორც ახალი ურთიერთობების ძებნის საბაბი, რომლებშიც ყველაფერი სულ სხვანაირად იქნება. ეს კი საკუთარი თვითშეფასების ასამაღლებლად გაკეთდება.
2. მკვეთრად გამოკვეთილი ეგოისტი
ეგოისტი იმდენად ჩაფლულია საკუთარ თავსა და საკუთარ სურვილებზე ფიქრებში, რომ ახლო ადამიანების პრობლემებს ვეღარ ამჩნევს. მას მშვენივრად ესმის, რომ თავისი ქცევით მათ ტკივილს აყენებს, მაგრამ მისთვის ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ეგოისტი ღრმად დარწმუნებულია, რომ მორალის წესები მისთვის არ არის დაწერილი. საკუთარ თავს კი ყოველთვის აპატიებს იმას, რასაც სხვებში გაკიცხავს.
1. ტანჯული
ტანჯული ყოველთვის მსხვერპლის როლს თამაშობს. ამასთან, დანაღვლიანების მიზეზი შეიძლება ნებისმიერი წვრილმანი გახდეს. ამ ტიპის ადამიანები ეძებენ ვინმეს, ვინც მათ პასუხისმგებლობებს საკუთარ თავზე აიღებს და შეიცოდებს მათ. ხოლო თუ პარტნიორი ნაკისრ ტვირთს ვერ უმკლავდება, ან ვერ ამართლებს მოლოდინს, ტანჯული ახალი პარტნიორის ძიებას იწყებს.
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…
Facebook კომენტარები