როდესაც პირველად აკეთებთ სახლის დეკორაციას, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ საოცრად ბევრი ცარიელი ადგილია კედელზე.
სანამ პანიკაში ჩავარდებით, უმჯობესია გადახედოთ ჩვენს მომზადებულ 14 საინტერესო იდეას. ისინი არის ორიგინალური, კრეატიული და ძვირი არ დაგიჯდებათ. მოემზადეთ შთაგონებისთვის.
1
თეთრი კედელი გადააქციეთ მსოფლიო რუკად. ძველი რუკებისგან შეძლებთ კაბინეტის ან პატარა ოთახის კედლებზე მშვენიერი დეკორაციის გაკეთებას.
2
გამოიყენეთ დეკორატიული თეფშები კედლის მოსართავად. რამდენიმე ფერადი თეფში კედელს განაახლებს. ამავდროულად ყოველთვის ხელმისაწვდომ ადგილას გექნებათ თეფში, თუ მოისურვებთ საწოლში ჭამას.
3
შეღებეთ რამდენიმე უცნაური გალია და ჩამოკიდეთ კედლის ცარიელ ადგილას.
4
ჩამოკიდეთ ჩარჩოები გეომეტრიული მოტივით. შეღებეთ ჩარჩოები გრილ, შესაფერის ტონალობაში.
5
აამღერეთ კედლები. ამობეჭდეთ სიმღერის ტექსტი და დაკიდეთ კედლებზე, რაც მუსიკალურ შარმს შესძენს თქვენს კედლებს. გამოიყენეთ თქვენი საყვარელი სიმღერა.
6
ამოჭერით საოჯახო ფოტოები. ეს არის შესანიშნავი ალტერნატივა ფოტოს საშუალო ზომის ჩარჩოსთვის. შავ-თეთრი სურათები ხის დაფებით ორიგინალურად გამოიყურება.
7
შექმენით ბაღი. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ულამაზესი ხელოვნური ყვავილები, რომლებიც ძალიან მოუხდება თქვენს კედელს.
8
გაალამაზეთ კედელი მძივებით. მძივების ჩამოკიდებით შეგიძლიათ გაალამაზოთ კედელი. ის განსაკუთრებით უხდება ოთახს თბილი და რბილი განათებით.
9
კიბის გვერდითა კედელი მიამსგავსეთ ფანჯარას. ხშირად კიბესთან არსებული კედელი რჩება გამოუყენებელი. რატომაც არ გამოვიყენოთ ძველი ფანჯრები, იმისთვის რომ მეორე სართულს მივანიჭოთ ანტიკური ელფერი!
10
გაგზავნეთ შეტყობინება მაისურით. თქვენ შეგიძლიათ მიაკრათ მაისურები ჩარჩოებს და დაკიდოთ კედლებზე. ეს შესაძლოა იყოს შესანიშნავი გადაწყვეტილება მათთვის, ვისაც აქვს ძველი, გაცვეთილი მაისურები, მაგრამ ენანება მათი გადაყრა.
11
შემოქმედებითი სადღესასწაულო ხე. თუ თქვენ ტყის დაჩეხვის წინააღმდეგი ხართ, მონახეთ უკეთესი გამოსავალი. გაალამაზეთ თქვენი კედელი ზამთრის მთავარი დღესასწაულისთვის და გააკეთეთ ნაძვის ხე ტოტებისა და მანათობელი ნათურებისგან.
12
გამოიყენეთ თქვენი კედელი დღის დასაგეგმად. სხვადასხვა ფერის საღებავებით დახატული საწერი დაფის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მოსაწყენი მიყრუებული კედელი დაგეგმვის სასარგებლო ინსტრუმენტად აქციოთ.
13
გააკეთეთ კედელზე დახვეწილი კომპოზიცია ძველი საავტომობილო ნომრებისგან. აგროვებთ ძველ საავტომობილო ნომრებს? ისინი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება კედელზე. სწორი განლაგების შემთხვევაში კი, თქვენ შეძლებთ თანდათან გააფართოოთ თქვენი კომპოზიცია.
14
ტრაფარეტული რომანტიკული მოხატულობა კედელზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრაფარეტი მთლიან კედელზე. ხელმისაწვდომ ფასად ეს საოცარი ტყის პეიზაჟი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ცარიელი კედლისთვის.
Facebook კომენტარები