დილის ჩვევა, რომელიც 18 წლის ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ

სანამ მეცნიერები ადამიანის დნმ-ში იქექებიან, რათა რამე გზა აღმოაჩინონ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ჩვენ მივაგენით მეთოდს, თუ როგორ გავაჩეროთ დრო.
ZIVAVA გაგიმხელთ საიდუმლოს: თუ გსურთ, რომ ყოველ დილით 18 წლისამ გაიღვიძოთ, ამისთვის მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ – ყავა და რძე.

milk_plus_coffee_18_year_fi

 

თქვენ დაგჭირდებათ:

 

• დაფქვილი, ე.წ. ნალექიანი ყავა. მოიმარაგეთ რაც შეიძლება სუფთად დაფქვილი ყავა, რადგან უხეში ნაფქვავი კანს დააზიანებს.
• რძე. უკეთესია გამოიყენოთ ნაკლებად ცხიმიანი რძე, რადგან ყავა საკმარისი რაოდენობით ზეთებს შეიცავს.
• შესაზავებელი ჯამი.
• კოვზი. შეზავებული მასის სახეზე წასასმელად და მოსაშორებლად. ფუნჯის გამოყენება არასასურველია, რადგან ფოჩებში შეიძლება ყავის ნამცეცები დარჩეს.

 

როგორ მოვამზადოთ:

 

1. ჯამში მოათავსეთ ყავა და დაამატეთ რძე. უნდა მიიღოთ სქელი მასა, ამიტომ ეცადეთ რძე ზედმეტი არ მოგივიდეთ.
2. წაისვით ნიღაბი სახეზე ისე, რომ არ შეეხოთ თვალის ირგვლივ მიდამოს.
3. გააჩერეთ 15-20 წუთი იმისათვის, რომ სასარგებლო ნივთიერებებმა მოასწროს კანზე ზემოქმედება.
4. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ყავის მარცვლების აღმდგენი თვისებების წყალობით სახის კანი გაახალგაზრდავდება და შეინარჩუნებს სიმტკიცეს. ასევე გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და სახის ფერი.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ

 

Facebook კომენტარები