ეს 3 კითხვიანი ტიბეტური ტესტი თქვენს თავზე საიდუმლო ინფორმაციას მოგიყვებათ

გამორთეთ ერთი წამით ლოგიკა, მოდუნდით და უპასუხეთ 3 კითხვას, რომლებიც თქვენს ქვეცნობიერს ამოიცნობს. ეცადეთ მოსაფიქრებლად არ მისცეთ თავს დრო და უპასუხოთ პირველი, რაც აზრად მოგივათ.
შეგიძლიათ პასუხები ფურცელზე დაწეროთ. ტესტის ბოლოს თქვენ მნიშვნელოვან დეტალებს შეიტყობთ საკუთარ თავსა და საკუთარ ცხოვრებაზე.
1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშეა ეს 5 ცხოველი. დაალაგეთ ნებისმიერი თანმიმდევრობით, სურვილის მიხედვით:
ძროხა,
ვეფხვი,
ცხვარი,
ცხენი,
გოჭი
2. მოცემულ ჩამონათვალში თითოეული სიტყვა აღწერეთ ერთი ზედსართავი სახელით:
ძაღლი – …,
კატა – …,
ვირთხა – …,
ყავა – …,
ზღვა – …
3. გაიხსენეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი 5 ადამიანი. თითოეულ მათგანს შეუსაბამეთ მოცემული ფერებიდან ერთ-ერთი:
ყვითელი – …,
ნარინჯისფერი – …,
წითელი – …,
თეთრი – …,
მწვანე – …

ახლა კი ვნახოთ შედეგები:

tibetan_test_1_6456

 

1. პირველ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს:
ძროხა ნიშნავს კარიერას.
ვეფხვი – ღირსების გრძნობას.
ცხვარი – სიყვარულს.
ცხენი ოჯახს ნიშნავს.
გოჭი ფულის სიმბოლოა.
2. მეორე კითხვის პასუხებით თქვენ შეიტყობთ, თუ როგორ ხედავთ ქვეცნობიერად თქვენს ცხოვრებას:
თქვენი ასოციაცია ძაღლთან გულისხმობს თქვენს საკუთარ პიროვნებას.
კატასთან ასოციაცია თქვენი პარტნიორის პიროვნების სიმბოლოა.
ვირთხის თქვენებური აღწერა გულისხმობს თქვენს მტრებს.
ყავასთან ასოციაცია – სექსისადმი თქვენი დამოკიდებულებაა.
ზღვის აღწერა თქვენს საკუთარ ცხოვრებას ნიშნავს.
3. ფერები განსაზღვრავს თქვენს დამოკიდებულებას გახსენებული ადამიანების მიმართ:
ყვითელი – ადამიანი, რომელიც თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ და რომელმაც ძლიერი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე.
ნარინჯისფერი – ნამდვილი მეგობარია.
წითელი – ადამიანი, რომელიც თქვენ გულახდილად გიყვართ.
თეთრი – თქვენი მონათესავე სული.
მწვანე – ადამიანი, რომლის შესახებ მოგონებები მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ.
P.S. ეს ტესტი 97%-ით ზუსტია. თქვენი შედეგი როგორია?

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები