მსოფლიოში 200-ზე მეტი ქვეყანაა, რომელთა დასახელება ჩვენ, ერთხელ მაინც გვაქვს გაგონილი. მაგრამ ჩვენს პლანეტაზე ასევე არსებობს სახელმწიფოები, რომელთა არსებობის შესახებ არც კი გვსმენია, იმიტომ რომ ზოგიერთ მათგანს ძალიან პატარა ფართობი უჭირავს, ან საერთოდ რამდენიმე სახლისაგან შედგება.
ZIVAVA მოგიყვებათ 10 ქვეყანაზე, რომელსაც ძალიან მცირე ტერიტორია უკავია და რომლის მოსახლეობა ყველაზე მსხვილ ქალაქზე ნაკლები კი არა, ზოგიერთ შემთხვევაში სოფელზე ნაკლებიც არის.
1. პალაუ
პალაუს რესპუბლიკა შედგება სხვადასხვა ზომის 300-ზე მეტი კუნძულისგან. პალაუ – ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია დედამიწაზე, რომლის აკვატორიაში, გადაშენების პირას მყოფი, 130 სახეობის ზვიგენი ბინადრობს. პალაუს ტროპიკული ტყეები უნიკალური მცენარეებითა და ფრინველებით არის სავსე, მაგრამ ქვეყნის ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობა არის ტბა, რომელშიც 2 მილიონი მედუზა ბინადრობს. ევოლუციის პროცესში მათ კბენის უნარი დაკარგეს.
2. ნიუე
ნიუე – კუნძული და სახელმწიფო ოკეანიაში. სამწუხაროდ ამ მშვენიერ კუნძულზე ტურიზმი განვითარებული არ არის, არც სამრეწველო საწარმოები გვხვდება, ამიტომ ქვეყანა მხოლოდ ახალი ზელანდიის დოტაციების ხარჯზე არსებობს. სამაგიეროდ არის აეროპორტი და დედაქალაქი, მართალია, დედაქალაქი პატარა დასახლებას წარმოადგენს, სადაც 600-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. კუნძულზე მხოლოდ ერთი მოქმედი სუპერმარკეტია, სადაც შესაძლებელია სურსათის შეძენა.
3. სენტ-კიტსი და ნევისი
სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაცია ორი კუნძულისგან შედგება, ერთ-ერთს სენტ-კიტსს უწოდებენ, ხოლო მეორეს – ნევისს. კუნძული-სახელმწიფოს ძირითადი შემოსავლის წყარო ქვეყნის მოქალაქეობის გაყიდვაა. მოქალაქეობის შეძენა-მიღებისათვის საჭიროა – 250,000 დოლარის ადგილობრივ შაქრის მრეწველობაში ინვესტირება, ან 400,000 დოლარის ღირებულების ქონების შეძენა სენტ-კიტსზე.
4. ხატ-რივერის სამთავრო
ხატ-რივერის სამთავრო – ვირტუალური სახელმწიფოა, რომელიც ავსტრალიის პროვინციაში მდებარეობს. მისი ტერიტორია სრულად ემთხვევა კესლების ოჯახის ფერმის მიწების ტერიტორიას, რადგან სწორედ მათი ერთ-ერთი წევრი, ლეონარდი, გახდა ახალი, თუნდაც არაღიარებული, ქვეყნის დამაარსებელი. სხვათა შორის, სამთავროს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურებს დამაარსებლის ბიუსტის ნახვა შეუძლიათ.
5. ტუვალუ
ტუვალუ – ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში. ჯუჯა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, შესაძლოა, საერთოდ უვარგისი ყოფილიყო, რომ არა ინტერნეტ-დომენი „.tv“, რომელიც წილად ერგო ტუვალუს და რომლის გაყიდვებიდან ქვეყანა ყოველწლიურად მილიონობით დოლარს შოულობს.
6. ნაურუ
ნაურუს რესპუბლიკა – ყველაზე პატარა დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და პლანეტის ყველაზე პატარა სახელმწიფო-კუნძული. ნაურუს არ აქვს ოფიციალური დედაქალაქი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 40 კმ გზებზე მოსახლეობა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდება. კუნძულზე ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობაა, ამიტომ ტურიზმი აქ პრაქტიკულად არ არის განვითარებული. ამ ქვეყანაში სიმსუქნით დაავადებული მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი ფიქსირდება. ეს სამწუხაროდ ნაურუს რეკორდია.
7. სებორგა
კიდევ ერთი სახელმწიფო იტალიის რუკაზე, მაგრამ ამჯერად ვირტუალური, სათავადო ქვეყანა სებორგაა, რომლის შემადგენლობაშიც შედის იგივე სახელწოდების მატარებელი სოფელი, საფრანგეთის საზღვართან ახლოს. სებორგას მმართველის ტიტული ჟღერს როგორც „თქვენო უზარმაზარებულესობავ“, ხოლო არაღიარებული სახელმწიფოს არმია 3 ადამიანისგან შედგება: თავდაცვის მინისტრი და ორი მესაზღვრე.
8. მოლოსია
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნევადას ტერიტორიაზე განლაგებულია არაღიარებული მოლოსიის რესპუბლიკა, რომლის მოსახლეობა შედგება ერთი ოჯახის, 3 ძაღლის, 1 კატის და 1 კურდღლისგან. მოლოსიას აქვს ჰიმნი, გერბი და დროშა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის აქ სიკვდილით დასჯა არის გათვალისწინებული. 2017 წლის მაისში რესპუბლიკას 40 წელი შეუსრულდა, ის საკუთარ პასპორტებს გასცემს და კოსმოსური პროგრამაც გააჩნია.
9. მალტის სუვერენული ორდენი
ვატიკანის გარდა რომის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ციცქნა სახელმწიფო არსებობს, რომლის სახელწოდებაა – მალტის სუვერენული ორდენი. მისი ფართობი 0,012 კვ.კმ-ს წარმოადგენს და განლაგებულია სამ შენობაში, რომელთაგან ორი რომში მდებარეობს, ხოლო ერთი – კუნძულ მალტაზე. ქვეყანას საკუთარი ვალუტა, მარკები, საიტი, საავტომობილო ნომრები და პასპორტები გააჩნია, რომლებიც მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში უვიზო შესვლის უფლებას იძლევა. მალტის ორდენი – ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოფიციალური ენა ლათინურია.
10. სილენდის სამთავრო
არაღიარებული სახელმწიფო სილენდი წარმოადგენს საზღვაო პლატფორმას, რომელიც აღმართულია დიდი ბრიტანეთის ნაპირიდან 10 კმ-ის დაშორებით. სილენდის მართვას ახორციელებს თვითგამოცხადებული პრინცი-რეგენტი. აქ ყველა მსურველს შეუძლია გახდეს გრაფი, ბარონი ან ჰერცოგი – ტიტულის შეძენა შესაძლებელია სახელმწიფოს საიტზე რამდენიმე ასეულ ინგლისურ გირვანქა სტერლინგად.
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ
Facebook კომენტარები