ფრენის შიშს ფსიქოლოგები ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემად მიიჩნევენ. ბევრს წარმოდგენაც კი არ შეუძლია იმის, რომ თვითმფრინავში ჩაჯდება და მიწას მოწყდება. ადამიანების უმრავლესობას კი ეს პრობლემა არ აწუხებს, მშვიდად და აუღელვებლად შეუძლიათ თვითმფრინავით მგზავრობა, თუმცა არსებობს ადგილები, რომელთა დანახვაზეც ნებისმიერს შეეშინდებოდა ფრენა. თქვენს წინაშეა მსოფლიოს 16 საშიში აეროპორტი.
1. კანსაის საერთაშორისო აეროპორტი იაპონიაში
შუა ზღვაში განთავსებული ხელოვნურად შექმნილი კუნძულია, რომლის დანახვა კოსმოსიდანაც შეიძლება. იაპონელი ინჟინრების ეს ქმნილება არ იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე საშიში აეროპორტი მსოფლიოში, რომ არა ხშირი მიწისძვრები და ძლიერი ციკლონები.
2. ველინგტონის საერთაშორისო აეროპორტი ახალ ზელანდიაში
აქ მხოლოდ ერთი ასაფრენი ბილიკია და ისიც ძალიან მოკლე. ამიტომ ამ მიწაზე დაშვება და აფრენა ძალიან რთული და სახიფათოა.
3. აგატის აეროპორტი ინდოეთში
ასაფრენი ბილიკი მხოლოდ 1219 მეტრის სიგრძისაა, რაც ძალიან პატარაა. ის ინდოეთის ოკეანის პატარა კუნძულია და ისეთი შეგრძნება გრჩება, თითქოს ნახევარი აეროპორტი ჩაძირულია. თვითმფრინავის დაჯდომა აქ ძალიან რთულია. ასაფრენი ბილიკი რამდენჯერმე დააგრძელეს კიდეც, თუმცა აგატის აეროპორტი რჩება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ აეროპორტად მსოფლიოში.
იხილეთ ვიდეო:
4. ნარსარსუაკის აეროპორტი გრენლანდიაში – ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისადგომი აეროპორტია
იხილეთ ვიდეო:
5. აეროპორტი პარო, ბუტანი
აქ დაჯდომა მსოფლიოს მხოლოდ 8 პილოტს შეუძლია იქიდან გამომდინარე, რომ აეროპორტი ზღვის დონიდან 2,4 კმ-ზე იმყოფება, გარშემორტყმულია ჰიმალაის ხუთი ათას მეტრიანი მწვერვალებით, და ასაფრენი ბილიკი მხოლოდ 1980 მეტრისაა. აქ აფრენისას თვითმფრინავი სიმაღლის ასაღებად სპირალის მიხედვით მოძრაობს მანამ, სანამ გარშემო მყოფ მთებზე მაღლა არ აღმოჩნდება.
იხილეთ ვიდეო:
6. ჰონგ-კონგის კაიტაკის აეროპორტი
დაკეტეს 1998 წელს იმის გამო, რომ მუდმივი ქარი და მთები გარშემო ართულებდა დაჯდომას. საქმეს ისიც ართულებდა, რომ უზარმაზარი ლაინერები რთულ მანევრებს სახლებისა და შენობების სახურავებიდან სულ რაღაც რამდენიმე ათეულ მეტრში ასრულებდნენ. ამ აეროპორტს ოდესღაც „ყველაზე საშიში აეროპორტების მამას“ ეძახდნენ.
იხილეთ ვიდეო:
7. ბარას საერთაშორისო აეროპორტი, შოტლანდია
ასაფრენი ბილიკის მაგივრად აქ პლაჟი გამოიყენება.
იხილეთ ვიდეო:
8. ბრაზილია, კონგონიასის აეროპორტი
ის მხოლოდ 8 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქის ცენტრს, ამიტომაც თვითმფრინავის ყოველი დაშვება, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, მძიმე განსაცდელს წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით.
9. გისბორნის აეროპორტი, ახალი ზელანდია
შუა ასაფრენ ბილიკზე მატარებლის ლიანდაგია გაყვანილი.
10. ტენცინგას და ჰილარის სახელობის აეროპორტი, ნეპალი
2010 წელს „ჰისტორი ჩენელმა“ (History Channel) ყველაზე საშიშ აეროპორტად გამოაცხადა საშიში ლოკაციის გამო. ის 2900 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული, ასაფრენი ბილიკის ერთი მხრიდან მაღალი მთებია აღმართული, ხოლო მეორე მხარეს ღრმა უფსკრულია. იდეალური პირობებია თვითმფრინავის დასაჯდომად, არა?
იხილეთ ვიდეო:
11. კურშეველის აეროპორტი საფრანგეთში
მიუხედევად იმისა რომ აქ დაჯდომა ძალიან სახიფათოა, აქ მაინც მუდმივად ჩამოდიან მდიდარი ტურისტები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე – ალპებში, დასასვენებლად. ამ ასაფრენი ბილიკის სიგრძე მხოლოდ 518 მეტრია, მაგრამ აეროპორტის საუკეთესო „სიურპრიზი“ ასაფრენი ზოლის შუაში არსებული გორაკია.
იხილეთ ვიდეო:
12. ოლდ მარისკალ სუკრე, ეკვადორი
როგორც იქნა ეს აეროპორტი დახურეს, რადგან აქ დაჯდომას ყველაზე გამოცდილი პილოტებიც რთულად ახერხებდნენ. უპირველესყოვლისა, აეროპორტი ქვეყნის მჭიდროდ დასახლებული დედაქალაქის შუა გულში იმყოფებოდა, რაც დიდი რისკის ფაქტორია. დაშვებას აეროპორტში ართულებდა მთიანი ადგილი, მოქმედი ვულკანები და ხეობა, რომელიც მუდამ ნისლით იყო დაფარული. ამ ყველაფერთან ერთად ასაფრენი ბილიკი უსწორმასწორო იყო და უამრავი ბურცობებით მოფენილი.
13. მადეირის აეროპორტი, პორტუგალია
ასაფრენი ბილიკი ძალიან მოკლეა და აქედან გამომდინარე დაჯდომა ძალიან სახიფათო.
14. ხუანჩო ირაუსკინის სახელობის აეროპორტი, საბა, ნიდერლანდები
ამ აეროპორტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ასაფრენი ბილიკი აქვს, რომლის სიგრძე მხოლოდ 396 მეტრს შეადგენს.
15. გიბრალტარის საერთაშორისო აეროპორტი
გიბრალტარის ფართობი სულ რაღაც 6,5 კვ. კმ შეადგენს, მაგრამ ბრიტანულმა ხელისუფლებამ მაინც იპოვა ადგილი იმისათვის, რომ აქ აეროპორტი აეშენებინა. აეროპორტის ასაფრენი ბილიკი მხოლოდ 1680 მეტრისაა, მაგრამ ამ აეროპორტის მთავარი სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ბილიკი კვეთს… საავტომობილო გზას!
იხილეთ ვიდეო:
16. პრინცესა იულიანას აეროპორტი, წმინდა მარტინის კუნძული
ამ აეროპორტში დაშვების დროს პილოტებს პირდაპირ ტურისტების თავზე, პლაჟის ზემოთ გადაფრენა უწევთ.
იხილეთ ვიდეო:
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ
Facebook კომენტარები