ოდესმე შეგიხედავთ ლოგოებისთვის და დაფიქრებულხართ რა არის მათი მნიშვნელობა ან რამ შთააგონა დიზაინერი?
15 ლოგოს საიდუმლო, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვხედავთ.
1Toyota
სამი ელიფსი ლოგოში ნიშნავს სამ გულს – მომხმარებლის გულს, პროდუქციის გულს და პროგრესის გულს ტექნოლოგიის სფეროში.
2McDonald’s
60-იან წლებში კომპანიას ლოგოს შეცვლა უნდოდა, მაგრამ მისმა დიზაინ-კონსულტანტმა და ფსიქოლოგმა ლუის ჩესკინმა დაიჟინა დაეტოვებინათ ოქროს თაღები. მან თქვა, რომ BBC-ის თქმით, მომხმარებელი გაუცნობიერებლად აღიქვამს ლოგოს, როგორც „მკვებავი მკერდის“ სიმბოლოს.
უცნობია რეალურად ამას ნიშნავს თუ არა ეს სიმბოლო, მაგრამ ფაქტია, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ლოგო მსოფლიოში.
3Mobil
ამ ლოგოს არსი მის ფერებშია. წითელი ნიშნავს კომპანიისა და პროდუქციის ძალას, ლურჯი კი უსაფრთხოებას და ერთგულებას მომხმარებლების მიმართ.
4Pepsi
პეპსის ძველი ლოგო წარმოდგენილია მარცხნივ. ახალი ლოგო კი, რომელიც მარჯვნივაა განთავსებული, კომპანიას 1 მილიონი დოლარი დაუჯდა.
მათ იქირავეს „არნელ ასოსიეითსი“ (Arnell Associates) ამ ლოგოს შესაქმნელად. შედეგად პეპსის მოუწია დიდი ხარჯის გაღება ყველაფრის ხელახალი ბრენდირებისთვის.
საინტერესოა, რომ ლოგოს შემქმნელმა სააგენტომ 27 გვერდიანი მოხსენება წარმოადგინა, რომელსაც „სუნთქვის შემკვრელი დიზაინის სტრატეგია“ ერქვა. ამ მოხსენებაში აღწერილია ლოგოში ჩადებული უამრავი მნიშვნელობა იმის დასამტკიცებლად, რომ შექმნილი ლოგო ნამდვილი დავინჩის კოდია ბრენდინგში. ლოგო ასახავს ფენ-შუის, რენესანსს, დედამიწის გეოდინამიკას, ფარდობითობის თეორიას და გაცილებით მეტს.
5BMW
საინტერესოა, რომ კომპანია BMW-ს ემბლემას (წრე დაყოფილი ოთხ სექტორად) აქვს ფესვები ავიაციაში და კონცერნის ისტორია პირდაპირ უკავშირდება თვითმფრინავებისა და საავიაციო ძრავების წარმოებას.
გერმანული კომპანიის ლოგო გვაგონებს თვითმფრინავის პროპელერს მოძრაობაში, ხოლო თეთრ-ცისფერი სეგმენტები შერჩეულია ბავარიული დროშის მსგავსად, რომელშიც სწორედ ეს ფერებია გამოყენებული.
BMW-ს თავისი როლი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომშიც, როგორც გერმანიის არმიის თვითმფრინავების ძრავების მწარმოებელს.
6Apple
ეფლის ლოგო წარმოადგენს „ცოდნის ხის“ აკრძალულ ნაყოფს, ბიბლიური თხზულებიდან ადამ და ევას შესახებ.
7FedEx
ეს ლოგო იმდენად კრეატიულია, რომ დაკვირვებისას დაინახავთ ისარს „E“-სა და „X“ ასოებს შორის, რაც ნიშნავს კომპანიის წინ ხედვას და მომავლის პერსპექტივას.
8Mercedes-Benz
მერსედეს-ბენცის ლოგო ყველაზე თავდაჯერებულია. სამქიმიანი ვარსკვლავი წარმოადგენს კომპანიის დომინანტობას ხარისხში და სტილში ყველგან – მიწაზე, წყალში თუ ცაში.
9Google
გუგლის ლოგოს საიდუმლო მის ფერებშია: ძირითად ფერებს (ლურჯს, წითელს, ნარინჯისფერს) ენაცვლება მწვანე ასო. ამით გუგლს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ისინი არ თამაშობენ წესების მიხედვით და აგრეთვე არიან თამამები, არასტანდარტულები და არ ქმნიან ვებერთელა გაუგებარ სიმბოლოებს. ისინი მხოლოდ იყენებენ ასოებს და ფერებს.
10Adidas
ადიდასის ლოგო გამოიყურება, როგორც მთა და ნიშნავს ახალი მწვერვალების დაძლევას. თავდაპირველად ლოგო შედგებოდა მხოლოდ სამი ზოლისგან და არაფერს არ ნიშნავდა. მათ შეინარჩუნეს სამი ზოლი და ოდნავ დახარეს ისე, რომ დამსგავსებოდა მთას.
11NBC
არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ სატელევიზიო ქსელი NBC-ის ლოგო არის ფარშევანგის გამოსახულება. მაგრამ ბევრს არ ეცოდინება რატომ? სინამდვილეში ეს მარკეტინგული ხრიკი იყო, რადგან 50-ან წლებში NBC-ის მეპატრონე იყო RCA და მათ ახალი დაწყებული ჰქონდათ ფერადი ტელევიზორების წარმოება. RCA-ს სურდა რომ იმ ხალხს, რომელიც უყურებდა შავ-თეთრ ტელევიზორებს, სცოდნოდა რას კარგავდნენ. და სწორედ ამიტომ მათ შექმნეს ფარშევანგის მსგავსი ფერადი ლოგო.
12Audi
გგონიათ უბრალოა და მარტივი, არა? ამ ლოგოს თითოეული რგოლი წარმოადგენს 1932 წელს Auto-Union Consortium-ში გაერთიანებულ 4 დამფუძნებელ კომპანიას, კერძოდ კი: DKW, Horch, Wanderer და Audi.
თავდაპირველად რგოლებში თითოეული კომპანიის ლოგო იყო მოთავსებული, მაგრამ ასეთი სახით ის ზედმეტად გადატვირთული გამოდგა და საბოლოოდ ლოგოს მხოლოდ ოთხი ერთმანეთზე გადაბმული რგოლი შერჩა.
13IBM
IBM-ის ლოგოს შინაარსში ჩადებულია ფარული მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის. ამ ლოგოს განივი თეთრი ზოლები მარჯვენა ქვედა კუთხეში ტოლობის ნიშნით მთავრდება, რაც ნიშნავს ადამიანთა თანასწორობას.
14Volkswagen
„V“ იშიფრება როგორც „Volks“, რაც გერმანულად ნიშნავს ხალხს და „W“ იშიფრება როგორც “Wagen”, რაც ნიშნავს მანქანას. ეს არის მანქანა ხალხისთვის.
15Amazon
შესაძლოა თქვენ უკვე მიხვდით რომ ისარი ჰგავს მომღიმარ სახეს, რაც გულისხმობს, რომ ამაზონის მთავარ მისიას წარმოადგენს მომხმარებლის გაბედნიერება. მაგრამ ისარი ასევე მიუთითებს a-დან z-მდე. ეს ნიშნავს, რომ ამაზონს აქვს უამრავი რამ გასაყიდად A-დან Z-მდე.
თუ ფიქრობთ, რომ ეს ლოგოები და მათი მნიშვნელობა საინტერესოა, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.
Facebook კომენტარები