ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო. რჩევები ამ ტიტულის მფლობელებისგან

უამრავი ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან რთულია ამოვარჩიოთ და ვიპოვნოთ რჩევა, რომელიც დამაჯერებელი იქნება. ცდების ჩატარების ნაცვლად, მოდით გავიგოთ მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანების რჩევები ხანგრძლივი ცხოვრებისთვის.

 

ჯოანა კალმენტი (21.02.1875 – 04.08.1997)
122 წლის

jeanne_calment_1_1

ამ ადამიანს ჰქონდა ბედნიერება შეხვედროდა ვინსენტ ვან გოგს. იგი თავისი ცხოვრების ხანგრძლივობას უმადლის ზეითუნის ზეთის დიეტას და მშვიდ ქცევას. საინტერესოა, რომ კალმენტი სვამდა პორტვეინს, ჭამდა უამრავ შოკოლადს და სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა სიგარეტს.

 

 

ჯიროემონ კიმურა (19.04.1897 – 12.06.2013)
115 წლის

jiroemon_kimura_2_1

ჯიროემონ კიმურა არის ყველაზე ასაკოვანი კაცი დედამიწაზე. იგი ხაზს უსვამს ყოველდღიური ვარჯიშის აუცილებლობას, ზომიერ კვებას და პოზიტიურ განწყობას. როდესაც მას ჰკითხეს, როგორ ცოცხლობდა ასე ხანგრძლივად, მან უპასუხა: „მე ამას ჩემი ძალებით ვერ შევძლებდი. ეს არის ყველა ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების დამსახურება“.

 

 

სარა კნაუსი (24.04.1880 – 30.12.1999)
119 წლის

sara_knauus_3_1

როდესაც მის 96 წლის შვილს ჰკითხეს, როგორ ცხოვრობდა კნაუსი ასე დიდხანს, მან უპასუხა: „ის არის ძალიან მშვიდი პიროვნება და არაფერი აღელვებს. ამიტომ ცოცხლობს ამდენ ხანს“.

 

 

მარია ესტერ დე კაპოვილა (14.09.1889 – 27.08.2006)
116 წლის

maria_esther_de_capovilla_4_1

მარია ესტერ დე კაპოვილა დაიბადა იმავე წელს, როდესაც ჩარლი ჩაპლინი და ადოლფ ჰიტლერი. ჭამდა ცოტას და არასოდეს არ ეწეოდა. მის შვილს ირვას შთამომავლობით გადმოეცა დედამისის ხანგრძლივი სიცოცხლე და სიმშვიდე. „მას ყოველთვის ჰქონდა ძალიან მშვიდი ხასიათი. ის არაფერზე არ ბრაზდებოდა. ასეთი იყო მთელი ცხოვრება“.

 

 

სუზანა მუშატ ჯონსი (06.06.1899 – 12.05.2016)
116 წლის

susannah_mushatt_jones_5

იგი ამბობდა, რომ არასდროს სვამდა ალკოჰოლს, არ ეწეოდა, არ დადიოდა წვეულებებზე, არასოდეს იკეთებდა თმებს და მაკიაჟს. ამასთანავე მას ძინავდა ღამეში სულ ცოტა 10 სთ. და ისვენებდა დღის მანძილზე. გაინტერესებთ მისი საყვარელი საჭმელი? ბეკონი.

 

 

მისაო ოკავა (05.03.1898 – 01.04.2015)
117 წლის

misao_okawa_7_1

ოკავამ მთელი ცხოვრება გაატარა იაპონიაში. იგი უმადლის თავის ხანგრძლივ ცხოვრებას ძილს და გემრიელ საჭმელებს. ყველაზე მეტად უყვარდა ლაფშა „რამენი“ და სუში. როდესაც ჰკითხეს, როგორ მოახერხა ამდენ ხანს ცხოვრება, მან უპასუხა: „ეს მეც მაინტერესებს“.

 

 

გერტრუდა ვივერი (04.07.1898 – 06.04.2015)
116 წლის

gertrude_weaver_8

გერტრუდა ვივერი იყო 6 შვილიდან ერთ-ერთი. მისი მშობლები იყვნენ მოიჯარეები. იგი ადიდებდა უფალს, უყვარდა ყველა და მუშაობდა ბევრს. გერტრუდას აზრით, ეს არის მისი ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამასთანავე, იგი ამბობდა, რომ მიირთმევდა მხოლოდ საკუთარი ხელით დამზადებულ კერძებს.

 

 

ემა მორანო (29.11.1899 – 15.04.2017)
117 წლის

emma_morano_6

ემა მორანო დაიბადა მე-19 საუკუნის დასრულებამდე, 1899 წელს. მას სჯეროდა რომ ხანგრძლივი ცხოვრება ორი რამის დამსახურებაა. პირველი – ის დღეში 3 ცალ უმ კვერცხს ჭამდა. მეორე – ცხოვრების უმეტესი ნაწილი იყო მარტოხელა, მას შემდეგ რაც განქორწინდა 1938 წელს.

 

 

ნიკოლა ტესლა (10.07.1856 – 07.01.1943)
86 წლის

nikola_tesla

რატომ არის ნიკოლა ტესლა მსოფლიოს უხუცესთა სიაში, ის ხომ მხოლოდ 86 წლისაა? იმიტომ, რომ ამ კაცმა იფხიზლა გაცილებით მეტხანს, ვიდრე სხვა ადამიანმა თანამედროვე ისტორიაში. მისი პოლიფაზური ძილის გამო, ტესლას საშუალოდ 2 საათი ეძინა ღამეში. ამასთანავე ტესლა არასოდეს მიირთმევდა ხორცს, სვამდა დღეში 2 ლიტრ რძეს და ერიდებოდა ყველა სტიმულანტს, მათ შორის ჩაის და ყავას.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ

 

Facebook კომენტარები