12 საკვები, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დასასუფთავებელი საშუალება

დასასუფთავებელი საშუალებების ანოტაციის კითხვა მოითხოვს ქიმიის კარგ ცოდნას, ყოველ შემთხვევაში, დაახლოებით ასეთი შეგრძნება გეუფლება, როცა მათ კითხულობ. მაგრამ არსებობს უამრავი ბუნებრივი საშუალება, რომელიც გაცილებით უკეთ ასრულებს საქმეს, ვიდრე ტოქსიკური დასასუფთავებელი საშუალებები. ამასთანავე ისინი გაცილებით იაფია.
1. სოდა შეუცვლელია. მისი გამოყენება შესაძლებელია ტანსაცმლიდან და ზედაპირიდან ლაქების ამოსაყვანად. თუკი ბავშვებმა თქვენი კედელი ფანქრით მოხატეს, დააყარეთ სოდა ნოტიო პირსახოცს და მარტივად მოაშორებთ ფანქრის კვალს.
cleaning_products_1
2. სპილენძის ქვაბების გასაპრიალებლად გამოიყენეთ კეტჩუპი. ნაჭერს წაუსვით კეტჩუპი და გააპრიალეთ ქვაბი. გააჩერეთ 30 წუთი და გამოავლეთ. თქვენი ქვაბები თავდაპირველ მბზინვარებას შეიძენენ!
cleaning_products_2
3. შეაგროვეთ მინის ნამსხვრევები სანამ ვინმე დააბიჯებს ფეხს. უბრალოდ დაასველეთ პურის ნაჭერი და გამოიყენეთ ნამსხვრევების ასაკრეფად.
cleaning_products_3
4. თუ ნაძვის ხის გაწყობის შემდეგ თქვენი ხელები წებოვანია, ნაჭერს დაასხით ერთი კოვზი ზეთი და გაიწმინდეთ ხელები. ამასთანავე ზეთი ზამთარში შესანიშნავი დამატენიანებელი საშუალებაა გამომშრალი კანისთვის.
cleaning_products_4
5. თუ სავარძელზე ან ხალიჩაზე წითელი ღვინო გადაგესხათ, დააყარეთ მარილი. იგი შეიწოვს ღვინოს და ხელს შეუშლის ლაქის გაფართოებას, სანამ თქვენ მოიცლით მის გასაწმენდად.
cleaning_products_5
6. კოკა-კოლა შეიცავს ძლიერ მჟავებს და მისი გამოყენება შეიძლება საპირფარეშოს გასაწმენდად. უბრალოდ დაასხით კოკა-კოლის ქილა და დატოვეთ 1 სთ. შემდეგ ჩამოხეხეთ ჯაგრისით და ჩამორეცხეთ.
cleaning_products_6
7. აბაზანის სარკეები რომ არ დაგიორთქლდეთ, შხაპის მიღებამდე სარკეს კიტრის ქერქი წაუსვით. კიტრის ქერქი აგრეთვე დაგეხმარებათ კედლებიდან ლაქების მოცილებაში.
cleaning_products_7
8. ბანანის ქერქის შიდა მხარე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვერცხლეულის გასაპრიალებლად. წაუსვით ბანანის ქერქი სახეშეცვლილ ადგილას.
cleaning_products_8
9. ლიმონი ნამდვილად უამრავი დანიშნულების მქონე ნაყოფია. თუ ნიჟარას აავსებთ ცხელი წყლით და ააქაფებთ ჭურჭლის გასარეცხად, დაამატეთ ლიმონი. ვერ იტანთ სუნს მაცივარში? დატოვეთ ნახევარი ლიმონი და იგი შეიწოვს სუნს (გამოცვალეთ კვირაში ერთხელ). ლაქები აქვს ჩაიდანს და ქვაბებს? მოხარშეთ ლიმონი ჭურჭელში, დატოვეთ 2 სთ-ის განმავლობაში და შემდეგ გამოავლეთ.
cleaning_products_9
10. ძმარი შეიცავს ძმარმჟავას, რაც შესანიშნავი საშუალებაა ბაქტერიების და ობის მოსაშორებლად, თუ შეურევთ ცოტა წყალს. თავდაპირველად არის მძაფრი სუნი, თუმცა იგი შემდეგ ორთქლდება. მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ არ შეიძლება ძმრის გამოყენება მარმარილოსა და ფოროვანი ქვების ზედაპირზე.
cleaning_products_10
11. ბრინჯით შეგიძლიათ გაწმინდოთ ყავის საფქვავი. ჩაყარეთ უმი, თეთრი ბრინჯი და დაფქვით, სანამ არ იქცევა პუდრად. შემდეგ გაათავისუფლეთ საფქვავი და გაწმინდეთ სველი ნაჭრით. ბრინჯი შეიწოვს ყავისგან დატოვებულ ზეთებს და სანელებლებს.
cleaning_products_11
12. ხის ავეჯზე ნაკაწრის მოსაშორებლად გამოიყენეთ კაკალი. წაუსვით ნაკაწრებზე კაკლის გული და თითებით დააწექით მას. მისი ზეთი წაუსვით ნაკაწრებს. დაელოდეთ რამდენიმე წუთი და მოაპრიალეთ აღნიშნული ადგილი სუფთა ნაჭრით.
cleaning_products_12
Facebook კომენტარები