11 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანზე უტყუარად მოქმედებს

ფსიქოლოგია – არის მეცნიერება, რომლის კანონების იგნორირება შეუძლებელია. ეს კარგად ესმით თანამედროვე მარკეტოლოგებს, მეწარმეებს და თაღლითებსაც კი.

ZIVAVA-მ შეარჩია ფსიქოლოგიური ხერხები, რომელთა გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არის შესაძლებელი. ამ ხერხების გამოყენებით მიზნების მიღწევა ბევრად უფრო ადვილი და საინტერესო გახდება.

 

როგორ გამოვიცნოთ თაყვანისმცემელი

გქონიათ შეგრძნება, რომ ვინმე დაჟინებით გიყურებთ, მაგრამ ვერ ხვდებით ვინ აკეთებს ამას? გთავაზობთ ჩაატაროთ ტესტი. როდესაც იგრძნობთ, რომ ვიღაც დაჟინებით გიყურებთ, დაამთქნარეთ. როგორც იცით, მთქნარება ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ქცევაა – შესაბამისად, „დამკვირვებელსაც“ გადაედება და ისიც დაამთქნარებს. მარტივია, „დამნაშავე“ ნაპოვნია.

 

 

როგორ გავიკვლიოთ გზა ხალხმრავლობაში
როგორ გავიკვლიოთ გზა ხალხმრავლობაში

თუ თქვენ ხალხმრავლობაში მოხვდით და გასვლა გინდათ – ჩვენი შემდეგი ხერხი გამოიყენეთ. სწორად დადექით და თქვენი მიმართულების საბოლოო წერტილს უყურეთ. ახლა კი იმოძრავეთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ხალხი თავად დაგითმობთ გზას! ეს ხერხი არ გაამართლებს: თუ თქვენ მზის სათვალე გიკეთიათ, ან თუ სმარტფონს უყურებთ.

 

 

როგორ დავამშვიდოთ მოწინააღმდეგე

გქონიათ შემთხვევა, როდესაც თათბირებზე გიწევთ იმ ადამიანთან შეხვედრა, ვისაც თქვენ აშკარად არ მოსწონხართ? თუ თქვენ გრძნობთ, რომ ვინმე აპირებს თქვენ დადანაშაულებას, ცილის დაწამებას ან პროვოცირებას, ოპონენტს გვერდზე მიუჯექით. სიტუაციის ასეთი განლაგებისას, იმისათვის, რომ მან თქვენ შემოგხედოთ, მთელი ტანით მოტრიალება დასჭირდება. შესაძლოა, ეს დანაშაულის გრძნობაა, შესაძლოა – დისკომფორტი იმის გამო, რომ ობიექტი ძალიან ახლოს არის, მაგრამ ეს ადამიანი აუცილებლად გაცილებით ნაკლებ ცუდს იტყვის თქვენზე, ან საერთოდ გაჩუმდება.

 

 

როგორ ვაიძულოთ ლაპარაკი თვალების დახმარებით

თუ ადამიანი თქვენთან საუბრისას რამეს ბოლომდე არ ამბობს, არ ღირს კითხვის გამეორება. უბრალოდ თვალებში შეხედეთ თანამოსაუბრეს. მზერა უხერხულობასა და დანაშაულის გრძნობას გამოიწვევს და აიძულებს იმის თქმას, რასაც ის მალავდა.

 

 

როგორ ვაიძულოთ ადამიანს თხოვნის შესრულება
როგორ ვაიძულოთ ადამიანს თხოვნის შესრულება

პრინციპი ძალიან მარტივია: თუ გსურთ ფასი დაგიკლონ, თავდაპირველად ნივთი უფასოდ მოითხოვეთ. საქმე ისაა, რომ ადამიანი დანაშაულის გრძნობას განიცდის, თუ ერთხელ უარს გეტყვით თხოვნაზე, ამიტომ მეორეჯერ ის ბევრად უფრო ლოიალური იქნება.

 

 

ილაპარაკეთ გარკვეულ ყურში

კიდევ ერთი ხერხი, რომელიც აიძულებს ადამიანს, თქვენი თხოვნა შეასრულოს. თურმე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომელ ყურში ილაპარაკებთ. მარჯვენა ყურით გაგონილი ფრაზები თანამოსაუბრის ლოგიკაზე ახდენს ზემოქმედებას, მარცხენათი კი – გრძნობებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ სამსახურს სთხოვთ ადამიანს, ან საქმეზე ესაუბრებით, მისგან მარჯვნივ უნდა დადგეთ. სიყვარულის ახსნის და კომპლიმენტებით შემკობის დროს თანამოსაუბრის მარცხენა ყურთან დადექით.

 

 

ვიზუალური კონტაქტი

როდესაც ადამიანი საუბრისას თვალის კონტაქტს იყენებს, ეს ნიშნავს, რომ ის დაინტერესებულია მოსაუბრით და იმ თემით, რაზეც საუბრობენ. ამიტომ, თუ მოგეწონებათ ადამიანი და მასთან ურთიერთობა გსურთ, ხშირად უყურეთ მას თვალებში, ის იგრძნობს და თქვენ მიმართ დადებითად განეწყობა.

 

 

ადრენალინი პირველ პაემანზე
ადრენალინი პირველ პაემანზე

ალბათობა იმისა, რომ გოგოს პირველივე პაემანზე მოეწონოთ, გაცილებით მეტია, თუ მას ატრაქციონების პარკში დაპატიჟებთ. ტვინში აღგზნების ცენტრი გააქტიურდება, რის გამოც თქვენთან ყოფნა თქვენს პარტნიორს მეტ სიამოვნებას მიანიჭებს. ასევე ეფექტური იქნება საშინელებათა ფილმის ყურება, კარტინგი, ან ნებისმიერი ექსტრემალური აქტივობა.

 

 

ხშირად მიმართეთ თანამოსაუბრეს სახელით

ადამიანისთვის თავის მოწონება შესაძლებელია, თუ გაცნობის შემდგომ ხშირად გაიმეორებთ მის სახელს. საკუთრი სახელის მოსმენა – ტკბილი თაფლივით მოქმედებს ჩვენს ყურებზე. რატომაც არ ვისარგებლოთ ამ ხერხით და არ გავზარდოთ სიმპათიის მოპოვების შანსები?

 

 

როგორ დავიმახსოვროთ ინფორმაცია

თუ თქვენ ახალ ცოდნას, ან უნარ-ჩვევებს ეუფლებით, გაუზიარეთ ეს სხვა ადამიანს. დაწვრილებით აუხსენით და მოუყევით ყველაფერი. ამ გზით გაცილებით ეფექტურად დაიმახსოვრებთ.

 

 

სნეკმენის ეფექტი

ეს ხერხი ცნობილი გახდა ინტერნეტ-ვიდეოს წყალობით. სიუჟეტი ასეთია: ორი ადამიანი მეტროს ვაგონში ჩხუბობს, მათ შორის სხვა ადამიანმა უბრალოდ გაიარა და ჩხუბი შეწყდა. დაუჯერებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში პატარა საიდუმლო არსებობს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ძალიან მალე სნეკმენი შეარქვეს, ამ დროს… ჭამდა. საჭმელი ადამიანებზე დამამშვიდებლად მოქმედებს. გაუცნობიერებლად, ადამიანი, რომელიც უყურებს, როგორ ჭამს მეორე ადამიანი, ნაკლებად აგრესიული ხდება.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები