ავსტრალიის ეს ქალაქი მკვდარ ქალაქს ჰგავს – ეს იმიტომ, რომ აქ ყველაფერი მიწის ქვეშ არის

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სადმე ასეთი ადგილი არსებობდა. საოცარი კი ის არის, რომ ამ შემოგარენში მყოფი მას, ალბათ, ვერც შევნიშნავდი და გვერდსაც ავუვლიდი, მის შესახებ რომ არ მცოდნოდა.
ავსტრალია ნამდვილად მოულოდნელობებითაა აღსავსე. აქ საოცარი პატარა მიწისქვეშა ქალაქი არსებობს – კუბერ-პედი (Coober Pedy), რაც ავსტრალიელი აბორიგენების ენიდან ითარგმნება, როგორც „თეთრი ადამიანის სორო“ ან „თეთრი ადამიანი მიწის ქვეშ“. 2011 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 1600 ადამიანს შეადგენდა, დღეისთვის ამ რიცხვმა უკვე 3000 გადააჭარბა, მაგრამ ერთი შეხედვით ამას ვერც კი მიხვდებით, რადგან თითქმის მთელი ქალაქი მიწის ქვეშ ცხოვრობს.
კუბერ-პედი მდიდარი სამთო მრეწველობის სამშობლოა. ის ძვირფასი ქვების – ოპალების, მდიდარი საბადოებით არის ცნობილი, რომლებიც აქ პირველად 1915 წელს აღმოაჩინეს. ამ მინერალის მოსაპოვებლად აქ ჩამოსული მეშახტეები მაშინვე მიხვდნენ, რომ ჩვეულებრივი სახლების აშენება ამ ადგილში შეუძლებელი იყო.
ქალაქი უდაბნო ვიქტორიას მახლობლად არის განლაგებული: დღის განმავლობაში აქ ტემპერატურა +40°C აღწევს, ღამე კი მკვეთრად ეცემა +20°C-მდე (ასევე ხშირია ქვიშის ქარიშხალი). ამიტომაც ქალაქის მაცხოვრებლებმა მიწისქვეშა სახლების აშენების ხერხს მიაგნეს, რომლებშიც ტემპერატურა წელიწადის ნებისმიერ დროს მუდმივად +22°C-დან +24°C-მდეა.

1ძალიან მაღალი ტემპერატურის გამო კუბერ პედის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიწის ზემოთ ვერ ცხოვრობს

2მიწისქვეშა ქალაქის ჩვეული პეიზაჟია მიწიდან გამოშვერილი სავენტილაციო სისტემები სახლების სახურავებზე


coober_pedy_australia_exterior_2

3აქაური სახლების უმეტესობა კი შემდეგნაირად გამოიყურება: კლდეში ამოჭრილი კარი…

coober_pedy_australia_exterior_3_2

4შიგნით კი სრული კომფორტით მოწყობილი რამდენიმე ოთახი

coober_pedy_australia_exterior_4_2
coober_pedy_australia_exterior_4_3

5თავდაპირველად სახლებში მხოლოდ ორ ფანჯარას აკეთებდნენ, რადგან ზედმეტი ფანჯრებიდან სიცხე შემოდიოდა და დამყარებულ ტემპერატურულ რეჟიმს არღვევდა. დღეს ამ პრობლემის მოგვარება კონდიციონერების საშუალებით ხდება

6ის გარემოება, რომ ქალაქის მაცხოვრებლებს მიწის ქვეშ ცხოვრება უწევთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ რამე აკლიათ. აქ რესტორნებიც არის…

7წიგნის მაღაზიები აუცილებელია ნებისმიერი ქალაქისთვის

8აქ რამდენიმე საკმაოდ შთამბეჭდავი არქიტექტურული შენობაც ააშენეს, როგორიცაა, მაგალითად, ეს ეკლესიები

9მიწისქვეშა მაღაზიაში ოქროულობისა და სუვენირების შეძენაცაა შესაძლებელი

10კუბერ-პედიში მიწისქვეშა ბარში წასვლაც არაა პრობლემა

11მიწისქვეშა ქალაქში დიდი სამხატვრო მუზეუმიც აქვთ. ასევე ოპალის რამდენიმე ოთახი, რომლებსაც შეგიძლიათ ეწვიოთ

12ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ამ ავსტრალიურ ქალაქში ოპალების ყველაზე დიდი საბადოს და მიწისქვეშა ქალაქის სანახავად

13ეს მიწისქვეშა სახლი 30 წლის წინ სამმა ქალმა ააშენა მხოლოდ ნიჩბების და წერაქვების დახმარებით. ტურისტებისთვის აქ შემოსვლა $5 დოლარი (ბავშვებისთვის – $1,2) ღირს

14კუბერ-პედი კინემატოგრაფისტებსაც იზიდავს. აქ გადაღებულია ფილმები: „როდესაც დადგება სამყაროს დასასრული“, „უდაბნოს დედოფალი პრისცილას თავგადასავალი“, „შეშლილი მაქსი 3“. „შავი ხვრელის“ ეს დეკორაცია კი გადაღების შემდეგ ქალაქს დარჩა

15აი ასეთი ლამაზი ძვირფასი მინერალები მოიპოვება კუბერ-პედიში – ქალაქში, რომელსაც „ოპალების მსოფლიო დედაქალაქს“ უწოდებენ

16ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ლამაზი ქალაქია მსოფლიოში

17უბრალოდ აქ მოგზაურობისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ გამაფრთხილებელ ნიშნებს


18იხილეთ ვიდეო:

Facebook კომენტარები